09 – 10 მაისი, 12:00 დან 18:00საათამდე. რუსთავი კოსტავას 22.
გაიცემა „სიცილის თერაპიის ლიდერის“ საერთაშორისო სერთიფიკატი.
უკანასკნელი სამეცნიერო კვლევებით დადასტურდა, რომ სიცილი მოქმედებს, როგორც პოზიტივის ყველაზე ძლიერი მშვიდობიანი „იარაღი“. სიცილი ამცირებს სტრესის ჰორმონებს, არის უებარი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. აძლიერებს იმუნიტეტს.
15 წუთიანი სიცილი, გულისათვის იგივეა, რაც 15 წუთიანი ვარჯიში ფიტნეს ცენტრში. თანამედროვე მსოფლიოში სიცილის თერაპიას იყენებენ კომპანიები და კორპორაციები, ფიტნეს-ცენტრები, იოგა-ცენტრები, სტუდიები,სკოლები, უნივერსიტეტები.
სიცილი კარგია გონებრივი და ემოციური დისბალანსის დროს. ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის ტვინს სჭირდება 25% მეტი ჟანგბადი ვიდრე ნებისმიერ სხვა ორგანოს. სიცილი აძლიერებს ტვინისადმი ჟანგბადის მიწოდებას, რის შედეგადაც გამჭრიახობა იზრდება 10%-ით, ამიტომ განსაკუთრებით რეკომენდირებულია კონფერენციების წინ და სხდომა-შეხვედრების დასაწყისში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაა მოსალოდნელი.
მოსალოდნელი შედეგები და გამოყენება
ტრენინგი “სიცილის თერაპია” გარკვეული სუნთქვითი და ფსიქოლოგიური პრაქტიკებისაგან შედგება, რომელთა მეშვეობითაც ხდება “ნერვიული ბლოკების” მოხსნა და თქვენ იმ ბავშვურ მხიარულებას და სიცილის უნარს დაიბრუნებთ:)))
ტრენინგში მოცემული ფსიქოლოგიური პრაქტიკები, შეგიძლიათ დამოუკიდებლად გამოიყენოთ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესის წარმართვის დროს, კომპანიებსა და ინსტიტუტებში, გუნდურობის ხარისხისა და მუშაობის ეფექტურობის ასამაღლებლად…..ოჯახური ურთიერთობების დასარეგულირებლად, პირადი ჯანმრთელობის და ნერვიული სისტემის მწყობრში მოსაყვანად.
სიცილის თერაპიის ტრენინგს უძღვება სპეციალური მოწვევით ინდოეთიდან – სიცილიც თერაპევტი – მაგნო შავდია.
რეგისტრაცია წინასწარ
ტელ. 599 53 88 03