ამ კეთილ ბაბუს ცალი ფეხი არ აქვს, უბრალო ხის მორი ჰქონდა მიმაგრებული ფეხზე და მიუყვებოდა მის გზას, როდესაც ტრასაზე შემთხვევით მანქანიდან დაინახა ეს ბაბუ ჩვენმა უმაგრესმა მეგობარმა.
ის სოფელი დაიმახსოვრა, მერე გამგებელი იპოვა, მერე ბაბუ იპოვა, თბილისში ჩამოიყვანა და საპროტეზო კლინიკაში მიიყვანა, პროტეზი უნდა ვაჩუქოო. კლინიკაში ექიმი ამ ჩემი მეგობრის მოგვარე აღმოჩნდა, შემდეგამ ექიმმა ასეთი დახმარება რომ დაინახა, ფულს მე არ ავიღებო და ბაბუს პროტეზს უფასოდ გავუკეთებ, ჩვენი საერთო საჩუქარი იყოსო👏👏👏
მაგარი ქართველი კაცები🌟🌟👏👏
ბაბუ გაოგნებული იყო ასეთი ყურადღებით, ხომ ეტყობა თვალებში, რასაც გრძნობდა ეს უსაყვარლესი კაცი
იმ ჩემი მეგობრის ვინაობას ვერ ვამხელ, ვიცი ცოცხალი ვერ გადავურჩები ეს რომ გავაკეთო❤
ეს საქართველოა, სადაც სიკეთეს ჩუმად აკეთებენ❤
….აწი ივლის ბაბუ ფეხგამართული.
მუდამ ემახსოვრებათ იმ სოფელში ერთი ქართველი ბაბუ და მისი ამბავი, როგორ დაეხმარა სრულიად უცნობი ქართველი კაცი….❤❤❤
ირაკლი ჟვანია