fbpx

ფრთხილად ვიყოთ… აღარც დღეს ერიდება და აღარც ღამესო -ამბობენ …

ავტორი ჟოლო
42 ნახვა

ფრთხილად ვიყოთ… ვიღაც დადის თურმე საქართველოში, ზოგს ჩუმად და ზოგსაც დაუფარავად ქართველობას ართმევს. აღარც დღეს ერიდება და აღარც ღამესო -ამბობენ.

ქართველებს ჯერ ჭკუას აცლისო, მერე პასუხისმგებლობის გრძნობას, მერე საკუთარი თავის და სხვების დამცირებას ასწავლის.

უზომო და ამაზრზენ ქეიფ-ღრეობებში დაყავს.

ქართველი თუ საქართველოდან გავიდა , მიჰყვება და ათასი სამარცხვინო ქმედებებისკენ უბიძგებს.

მერე კიდევ ქართველ დედებს ასწავლის თურმე ცხრა მთას იქით გადაიკარგონ და ტრაგიკული სიმღერების ფონზე თავიანთ მუტრუკებს ცხოვრება მოუწყონ “პულტებზე”…

კიდევ თავისუფლების დიდი მტერი ყოფილა და ამ ფრთაშესხმული აზროვნების ადამიანებს უჩიჩინებს, რომ დოგმებითა და ერთიმეორის დადგენლი წესებით იცხოვრონ.

ყველაფერს ძველს და გაცვეთილს ,ისე მიეჯაჭვონ,სიახლეებისთვის ადგილი აღარ დარჩეს.

ყველამ ერთმანეთი კარგად გემრიელად განიკითხოს ,თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე, რამე არ გამორჩეთ.

შვილები უნდა გააზულუქონ, ზოგმა სადმე ვინმეს მიუგდოს-არაა პრობლემა.

მამაკაცებს ცხოვრებისა და ოჯახების თავის მობმის და ღირსეულად მართვის მთელ უნარს ართმევს.

ქალებს კი ყველა ქალურ თვისებას.

ყველა სფეროში პროფესიონალებს თავიანთ სფეროებში ,პროფესიონალიზმს აცლის და ზერელე უხარისხო მოხელეებად ტოვებს.

როგორც კი ვინმეს კითხვა გაუჩნდება,თუ ვინ აკეთებს ამას,იმწამსვე გონებას უკარგავს და ამუნჯებს. კიდევ რამდენ სისაძაგლეს სჩადის ვინ იცის …

ჰო ო და მგონი დროა სადმე ჩავუსაფრდეთ და ჭკუა ვასწავლოთ იმ არამზადას.🤔🤔🤔

Tea Chiqovani

მსგავსი სტატიები

Leave a Comment