fbpx

ქრისტე ამბობს „მე ვარ პური“, აი ამ პურს ვერ ვაძლევთ, პურზე ვქადაგებთ …

ავტორი ჟოლო
63 ნახვა

„ქრისტიანობა არის არა მორალი, არა ზნეობრივი ნორმების ქადაგება, არამედ სიცოცხლე, თვითონ მყოფობა! ქრისტე ამბობს: „მე ვარ გზა“ და არა გზის მაჩვენებელი…

ქრისტიანად, მითუმეტეს ქრისტიან მსახურად, ყოფნა ნიშნავს არა ქრისტეზე ქადაგებას, არამედ ქრისტეს წარდგინებას. ქადაგება ქრისტეზე უკვე თეოლოგიაა, ღვთისმეტყველებაა, ფილოსოფიაა, რელიგიის ისტორიაა.

ეს ისეთია რომ მწყურვალს წყლის სიკეთეზე ერთსაათიანი ლექცია ჩავუტაროთ. ან მშიერს მოვუყვეთ პურის სიკეთეზე… თქვენ რომელს აირჩევდით, როცა მშიერი ხართ- აკადემიკოსის ერთსაათიან ლექციას პურის სიკეთეზე, თუ პატარა ბიჭის აკანკალებული,თუნდაც დაუბანელი ხელით მოწოდებულ პურის ყუას?

ქრისტე ამბობს „მე ვარ პური“, აი ამ პურს ვერ ვაძლევთ, -პურზე .მქადაგებლები!..”

მღვდელი გურამ ოთხოზორია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment