ბანაკი, დაუვიწყარი მოგონებებით, რომელიც თქვენს შვილს ბედნიერს გახდის ცხვარიჭამიაშია. ყოფილი პიონერთა ბანაკის ტერიტორიაზე, დღეს გარემონტებულ Guest House-სს აღმოაჩენთ.
ტყის პირას, საუკეთესო ჰაერზე განთავსებული „ცისკარი“, გართობა-დასვენებასთან ერთად ბავშვთა და მოზარდთა პიროვნულ განვითარებაზე ზრუნავს. ეს თბილი გარემო სწორედ ამისთვის შეიქმნა და აქ ძირითადი აქცენტი ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის დანერგვაზე კეთდება.
ამ ყოველივეზე კი ბევრად უფრო დეტალურად თავად ბანაკის დამფუძნებელი შორენა ბერიძე მოგითხრობთ.
შორენა ბერიძე: იდეა გაჩნდა ჩემი შვილის კითხვიდან, – რა ვქნა? რა გავაკეთო? მაშინ როცა კომპიუტერთან დიდი ხნით უხდებოდა ჯდომა და ვუხსნიდი, რომ ეს უარყოფითად იმოქმედებდა მასზე. როცა წიგნების კითხვა ეზარებოდა და ისევ კომპიუტერისკენ გარბოდა. ეს განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მაშინ, როცა ყველაზე აქტუალურია სახლში ჯდომაც და კომპიუტერომანიაც ამ დროს უფრო მძაფრად იჩენს თავს. თუმცა, ჩემი ყოველი ახსნა მიბრუნდებოდა კითხვით – რა ვქნა?!
კითხვა, „რა ვქნა?!“ – შეიძლება ითქვას, რომ გონებას მიდუღებდა. გამოსავალს ვეძებდი. ვფიქრობდი – რითი შეიძლებოდა მთელი დღე დაკავებულიყო ბავშვი და გაეკეთებინა რაღაც მისთვის ძალიან სასიამოვნო, სწორედ ამის შედეგად გაჩნდა იდეა და ძალიან, ძალიან ლამაზი ბანაკი „ცისკარი“, რომელიც არა მარტო ჩემი შვილისთვის, ბევრი პატარისთვის საყვარელ კერად იქცა. აქ ბავშვებს არც კომპიუტერი ახსოვთ და არც კითხვა – რა ვქნა? თითოეულს ძალიან სიამოვნებს აქ ყოფნა და მეც ვივსები მათი გულწრფელი ემოციებით. ბედნიერი ვარ.
ბანაკი განკუთვნილია 8-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის.
ჩვენთან ყოველი დღე ვარჯიშით იწყება, გვაქვს სხვადასხვა აქტივობები, არტთერაპია, შრომის საათები, ფოტოგრაფიის გაკვეთილები, ინგლისურენოვანი თამაშები, ბავშვების გემოვნებასა და მოთხოვნებზე მორგებული ოთხჯერადი კვება. არის კულინარიის სწავლებაც, როგორ უნდა გააკეთონ ძალიან მარტივად ლამაზი რაღაცები და მოუწყონ სიურპრიზი ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს. სწავლობენ პირველად სამედიცინო დახმარებასაც.
აქ ბავშვებს ეძლევათ საშუალება აღმოაჩინონ უამრავი ახალი სფერო და კიდევ უფრო დახვეწონ და განივითარონ ფანტაზია და კრეატიული აზროვნება. გვაქვს ძალიან საინტერესო თემებზე საუბრები, რაც იძლევა პიროვნული ზრდის საშუალებას. მათ უტარდებათ ჯგუფური და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური თერაპიაც. რაც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებათ. ყოველივე ეს კი ხდება ოჯახურ და ძალიან თბილ გარემოში.
ბავშვისთვის ძალიან კარგია ბანაკში ყოფნა, თუნდაც იმისთვის რომ ინდივიდუალურობას მიეჩვივნონ, აქ გაიმდიდრებენ ცხოვრებისეულ გამოცდილებას და ურთიერთობებს, შეიძენენ ახალ მეგობრებს. გამოიმუშავებენ ლიდერის თვისებებს და მიეჩვევიან გუნდურ მუშაობას. მე კი ძალიან გამიხარდება თუ კი მშობლები ჩვენს ბანაკში გამოუშვებენ ბავშვებს, რადგან აქ ძალიან ბევრს ისწავლიან და სრულიად განსხვავებულები დაუბრუნდებიან მათ.