fbpx

„შუაღამის 3 საათი იქნებოდა“ – გოგა ჩანადირი

ავტორი ჟოლო
42 ნახვა

შუა ღამის 3 საათი იქნებოდა.
სიოსა და ქარს შორს რომ არის, ისეთი ნიავი დაჰქროდა.
ის ყავარჯენს დაყრდნობოდა. სახე გაქვავებოდა. ცისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მერე მზერა სანთლებისკენ მიმართა, რომლის დიდი ნაწილი ჩამქარალი იყო და ისიც გააქვავა.

qaliასე რამდენიმე წამი გაჩერდა. დასწვდა ერთ-ერთ ჩამქრალ სანთელს, ანთებულიდან გადაუკიდა და ნელ-ნელა დანარჩენიების ანთება დაიწყო. ნიავი ხელახლა აქრობდა და ის ჯიუტად ხელახლა ანთებდა. ასე ეწვალა 15-20 წუთი, ვიდრე ჩამქრალი სანთლების დიდ ნაწილს სინათლე არ დაუბრუნა.
და ვინ იყო ის?
85 წლის ია ხიმშიაშვილი, ქაშუეთთან ახლოს, ჯორჯაძის ქუჩის მაცხოვრებელი.
– ეს სანთლები 9 აპრილის გმირებს განასახიერებენ. სულ უნდა ენთოს. – მითხრა მან და ცისფერი თვალები სანთლებს მიაპყრო.
ქალბატონი ია 1989 წლის 9 აპრილის ღამესაც მიტინგზე იყო. მას მეზობლებთან ერთად ცხელი ჩაი და საკვები მიჰქონდა. დარბევის ღამეს კი კინოთეატრ “რუსთაველში” შეხიზნული ადამიანების ტელეფონები ჩაიწერა და შინ მათ ოჯახებში დარეკა, რათა ემცნო, რომ ცოცხლები არიან.
– ჩვენ ყველას შეგვიძლია გმირებზე ზრუნვა. – თქვა მორცხვად, ცოტაოდენი აქცენტითაც.
მის მიერ წუხელ ხელახლა ანთებული სანთლები 9 აპრილის გმირებს ათბობდა.


‪#‎9აპრილი‬
‪#‎გვახსოვდესგმირები‬

გოგა ჩანადირი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment