fbpx

იდეალური ინტერიერის დიზაინის 7 პრინციპი

ავტორი ჟოლო
205 ნახვა

ინტერიერის დიზაინის შექმნა, უფრო მეტია ვიდრე შემოქმედებითი და ინტუიციური პროცესი და დაფუძნებულია ძირითად, მაგრამ აქტუალურ პრინციპებზე.

უმეტესი ადამიანისთვის საკუთარი სახლის პროექტი იწყება ინტერნეტში მოძიებული სხვადასხვა ლამაზი ფოტო-რენდერებით, რასაც ძირითადად ბევრ შეცდომამდე მიჰყავს იგი.

 ძირითადი პრინციპების ცოდნა ბევრ დეტალს გაგიმარტივებთ ინტერიერის დიზაინის შექმნისას, მაშინაც კი თუ საქმეს პროფესიონალს მიანდობთ, ბევრად უფრო მარტივი გახდება აღნიშნული პროცესი.

ინტერიერის დიზაინერი ფიქრია მოდებაძე წარმოგიდგენთ იმ მთავარ 7 პრინციპს, რაც იდეალური ინტერიერის დიზაინის შესაქმნელად არის საჭირო.

1. ბალანსი – კარგად დაპროექტებული ოთახის დამახასიათებელი ნიშანია ვიზუალური ბალანსი ყველა ელემენტს შორის, რომელიც ქმნის ოთახს – ფერებიდან და ფორმებიდან დაწყებული, ავეჯით, განათებითა და დეკორით დამთავრებული.

 სათანადოდ დაბალანსებული ოთახი სახლის ინტერიერის დიზაინში თავდაჯერებულობის და სიმშვიდის განცდას გამოხატავს.

შეიძლება გამოვყოთ სიმეტრიული ბალანსი, როდესაც მაგალითად  საწოლის ორივე მხარეს განთავსებულია თანაბარი ფორმის და ზომის სანათი,

აგრეთვე ასიმეტრიული, როცა უბრალოდ საჭიროა ნივთების ზომები ერთიანდებოდეს და არ არის აუცილებელი მათი იდენტობა,

 ბალანსს აგრეთვე 1 ნივთის ცენტრში მოთავსებით და მის ირგვლივ აწყობილი ინტერიერითაც შეიძლება მივაღწიოთ.

   აღნიშნულის დაცვა საჭიროა ინტერიერში განთავსებული ნივთების რაოდენობაშიც, არაა სასურველი ოთახის ერთი კუთხე ნივთების დიდი რაოდენობით ქაოსს ქმნიდეს, მეორე კი ცარიელი იყოს.

2. ჰარმონია – ინტერიერის დიზაინის პრინციპებში ჰარმონია არის სტილის, თემის, ესთეტიკის, განწყობის, თუნდაც სივრცის  და პიროვნების ერთობლიობის განცდა.ეს არ ნიშნავს, რომ ოთახის ყველა ელემენტი ან სახლის დეკორაციის ობიექტი უნდა იყოს იდენტური ან ერთსა და იმავე კატეგორიას მიეკუთვნებოდეს, თუმცა რაღაც გზით ყველაფერი ერთმანეთს უნდა ერწყმოდეს და ავსებდეს. თუ გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ რის მიხედვით ააწყოთ ინტერიერი, აირჩიეთ თვქენთვის საყვარელი ნივთი ან ავეჯის დეტალი, რის მიხედვითაც წარმართავთ დიზაინის შექმნის პროცესს.

3. რიტმი – შეიძლება დაგაინტერესოთ, რას აკეთებს რიტმი ინტერიერის დიზაინის პრინციპების ჩამონათვალში, თუმცა, ისევე, როგორც მუსიკაში, არ შეიძლება იყოს ჰარმონია რიტმის გარეშე.

რიტმი არის ფერების, შაბლონებისა და ტექსტურების გამოყენება განმეორებით ან კონტრასტში ვიზუალური ინტერესისა და მოძრაობის შესაქმნელად, რაც ქმნის თვქენი სულის ჰარმონიას ოთახში.

სტილის შექმნისას გაითვალისწინეთ ზოგადი ,,სამი წესი’’- შეარჩიეთ საბაზისო, ნეიტრალური ან ძირითადი ელემენტი და შეუთავსეთ იგი ორ პატარა შაბლონს ან ფერს, მაგალითად შეიძლება  მკვეთრად გამოხატული ერთი ფერი ფიგურირებდეს ოთახში და დეტალებით ივსებოდეს 2 გარდამავალი ფერი.

4. პროპორცია და მასშტაბი – მასშტაბი არის ის, თუ როგორ შეესაბამება ოთახში ერთი ობიექტის ზომა ან ეწინააღმდეგება ყველა სხვა ობიექტის ზომას სივრცეში ან თუნდაც ადამიანის მასშტაბთან მიმართებაში. პროპორცია უფრო ფარდობითია და ეხება ზოგად ურთიერთობას სხვადასხვა ზომის ობიექტებს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება ცოტა უფრო მეცნიერული და მათემატიკური ჩანდეს, არ შეშინდეთ იმ შემთხვევაში თუ ინტერიერის დიზაინერის გარეშე გიწევთ სახლის მოწყობა, ენდეთ თქვენს თვალებს, შორიდან შეხედეთ საერთო სივრცეს,

მაგალითად, ადვილია იმის დანახვა, თუ როგორი უადგილოა დიდი ფრთიანი სკამი პატარა ყავის მაგიდის გვერდით, ან ძალიან პატარა მისაღებ  ოთახში მოთავსებული გრანდიოზული ზომის დივანი.

5. აქცენტი – მიუხედავად იმისა, რომ ბალანსი და ჰარმონია კარგი ინტერიერის დიზაინის ქვაკუთხედია, ამ ორის უბრალოდ დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს სივრცეში ერთფეროვნებისა და სიმკაცრის განცდა. აქ ჩნდება აქცენტის ძირითადი პრინციპი.

აქცენტი არის უბრალოდ ფოკუსური ელემენტის გამოყენება, რომელიც ამაგრებს სივრცეს – მაგალითად, გასაოცარი ჭაღი მისაღებ ოთახში, ან დეკორირებული დიდი კედელი და ა.შ. 

აქცენტის შექმნა საინტერესო განათებებითაც შეგვიძლია მივიღოთ, იქნება ეს რაიმე დეკორი თუ კონკრეტულ ნივთზე მიმართული განათება.

6. კონტრასტი – ყველასთვის ცნობილია, რომ 2 საპირისპირო მხარე ყოველთვის იზიდავს ერთმანეთს, ამ თემის გამოყენება ინტერიერშიც აუცილებელია.

კონტრასტი, როგორც ინტერიერის დიზაინის ძირითადი პრინციპი, შეიძლება ეხებოდეს კონტრასტული ფერის კომბინაციებს, კონტრასტული ნიმუშები, როგორიცაა ზოლები ყვავილებით, კონტრასტული სტილები, როგორიცაა სკანდინავიური მინიმალიზმი ცოტა ბოჰემიით , ან მოდერნისტული სტილი კლასიკით, კონტრასტული ტექსტურები, როგორიცაა მქრქალი და პრიალა საღებავი, აგრეთვე კონტრასტული ფორმები.. ამ ყველაფრის გარეშე ოთახი შეიძლება ჩანდეს უბრალოდ მოსაწყენი, ბრტყელი და ერთფეროვანი.

აქ ერთი დეტალია გასათვალისწინებელი, რომ კონტრასტის ელემენტები უფრო დიდი სივრცეებისთვისაა განკუთვნილი.

7. დეტალები – დეტალებისადმი ყურადღების გამახვილება ინტერიერის დიზაინის ძირითადი პრინციპებიდან ბოლოა, თუმცა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ინტერიერის სრულყოფისთვის.

ყველა ლამაზი დიზაინი წვრილმანებზეა ორიენტირებული.

კარგად გაფორმებული ოთახი აქცენტირებული დეტალების გარეშე, უბრალოდ დაუსრულებელის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ინტერიერში არსებული დეტალები გამომდინარეობს ადამიანის ფსიქოტიპიდან და სწორედ ეს სძენს და შთაბერავს ინტერიერს ადამიანის სულს და ხასიათს.

სახლის ინტერიერის დიზაინის პროცესის ეს ბოლო ნაბიჯი გაძლევთ თავისუფლებას, გახადოთ სივრცე თქვენი საკუთარი და შეავსოთ იგი თქვენი პიროვნებით და ინტერესებით, რაც თითოეულ თქვენს არჩეულ დეტალში იქნება გამოხატული.

ეს არის ის 7 ძირითადი პრინციპი, რისი გამოყენებაც გაამარტივებს სახლის დიზაინის შერჩევის პროცესს,

თუმცა, თუ პრობლემების და შეცდომების თავიდან აცილება და პროცესების მარტივად წარმართვაა თქვენი მიზანი, ამ შემთხვევაში თქვენი სივრცის ინტერიერი ანდეთ პროფესიონალ დიზაინერებს, რაც მეტად სასიამოვნოს გახდის თქვენს ფსიქოტიპზე მორგებული ინტერიერის შექმნას.

▶️ ART LINE GROUP -ის სერვისების შესახებ, დეტალური ინფორმაციისთვის, მიყევით ბმულს: ⤵️

https://artlinegroup.ge/services/29-interior-design.html

Art Line Group • არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment