„მაშინ, როცა საქართველო უცხოელებს უმღერის დითირამბებს, ქართველი თემურ მამისაშვილი მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად იპყრობს ეკრანებს და მეეჭვება ახლობლების გარდა ვინმემ იცოდეს მისი არსებობა“ – წერს ცნობილი ქართველი ხელოვანი ბესიკ დუღაშვილი და იმ ქართველს გვაცნობს, რომელიც მრავალრიცხოვან ჩინეთში უკვე საკმაოდ განთქმულია.
ბესიკ დუღაშვილი: „სამწუხაროდ, ასეა ოდითგანვე… კარგს-საუცხოოს ვუწოდებთ ქართველები. ანუ კარგი მხოლოდ უცხოსთვის გვემეტება… საჩვენოდ არ ვიყენებთ…
მერე მივტირით, უცხოეთს შეალიაო თავისი ნიჭი“…
კუნგფუს ოსტატმა თემურ მამისაშვილმა ქართველებზე ადრე ჩინელები მოხიბლა. როგორც „ნიუპოსტისთვის“ გახდა ცნობილი უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი, ჩინეთში 90-იანი წლებიდან მოღვაწეობს და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს.
უნდა აღინიშნოს, რომ თავად ბესიკმაც იგივე ბედი გაიზიარა. სანამ მსოფლიო არ დაინტერესდა მისი კარიკატურებით და პრესტიჟული კონკურსების გამარჯვებული არ გახდა, საქართველოში არავის გაუმახვილებია ყურადღება ხელოვანის ნიჭზე.
ავტორი: დეა თავბერიძე