fbpx

ცნობილი ადამიანების ისტორიები – სანამ წარმატებას მიაღწევდნენ

ავტორი ჟოლო
838 ნახვა

დღეს, როცა თვალს ვადენებთ წარმატებული ადამიანების ცხოვრებას, ჩვენ წარმოდგენა არა გვაქვს, თუ სინამდვილეში რა სირთულეების გადალახვამ, ხშირად კი რა ჯოჯოხეთის გავლამ მოუწიათ მათ სანამ წარმატების მწვერვალებს დალაშქრავდნენ.

დღეს ისინი გამარჯვებულები არიან, მაგრამ გაიმარჯვეს პირველ რიგში სწორედ იმიტომ, რომ თავის დროზე მიიღეს გადაწყვეტილება არ დანებებულიყვნენ არავითარ შემთხვევაში.

გადაავლეთ თვალი ამ ისტორიებს და კარგად დაფიქრდით მათზე.

Google1998 წელს Google – ს დამფუძნებლებმა, სერგეი ბრინმა და ლარი პეიჯმა YAНОО– ს შესთავაზეს თავიანთი კომპანიების გაერთიანება. YAНОО – მესვეურებმა ირონიული ღიმილით მოისმინეს მათი წინადადება და „დელიკატურად“ აუხსნეს, რომ არ აპირებდნენ თავინთი დროის დახარჯვას„დაუფრთიანებელ ბარტყების ბავშვურ პროექტზე“.

5 წლის მერე Google– ს საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა  20 მილიარდი დოლარი, ხოლო 2012 წლის მონაცემებით ის შეფასდა 250 მილიარდ დოლარად.


1959 წელს კომპანია „უნივერსალ პიკჩერზმა“ კასტინგის შემდეგ უარით გაისტუმრა ორი ყმაწვილი:   

— თქვენ ძალიან ნელა საუბრობთ და თან საშინლად მოძრაობთ, თქვენგან მსახიობი ვერ დადგება,- უთხრეს ერთს, — თქვენ კი ვერ ვხდვებით აქ საერთოდ როგორ მოხვდით, ტალანტის ნასახიც კი არ გაგაჩნიათ –  გამოუტანეს განაჩენი მეორეს.

პირველს ბერტ რეინოლდსი ერქვა, მეორეს კი – კლინტ ისტვუდი


Bell Alexander Grahamროცა ალექსანდრე ბელმა Western Union— ის პრეზინდენტს კარლ ორტონს შესთავაზა გარკვეულ თანხად შეესყიდა ყველანაირი უფლება თავისი გამოგონებაზე, ორტონმა გაოცებულმა იკითხა :

„რაში უნდა გამოიყენოს ჩვენმა კომპანიამ ეს ელექტრონული სათამაშო?“

და უარით გამოისტუმრა ტელეფონის გამომგონებელი.


1944 წელს ერთ–ერთი ცნობილი სამოდელო სააგენტოს დირექტორმა ემელაინ სნივლიმ უარით გაისტუმრა ახალგაზრდა გოგონა:

– წადი გოგონი და დროს ტყუილად ნუ დაკარგავ მოდელობაზე ოცნებაში. გირჩევნია სადმე მდივნად იმუშაო, ან უბრალოდ გათხოვდე და ოჯახს მოუარო.

გოგონას ერქვა ნორმა ჯინ ბეიკერი. ის შემდეგში მსოფლიომ მერლინ მონროს სახელით გაიცნო.


პრისტონის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო გაზეთის ხელმძღავნელობამ უარით გაისტუმრა ერთ–ერთი სტუდენტი, რომელიც დაჟინებით ცდილობდა გაზეთის რედაქციაში მუშაობის დაწყებას:

– ბოლოს და ბოლოს დაგვანებეთ თავი ყმაწვილო ამ თქვენი უაზრო იდეებით. თქვენ საგამომცემლო საქმიანობის აზრზე არა ხართ და დროს ტყუილად ნუ კარგავთ, ჯობია რიმე სხვა საქმეს მოკიდოთ ხელი.

სტუდენტს ერქვა – მალკოლმ ფორბსი.


king1971 წლის ერთ მშვენიერ დღეს ტაბიტე კინგმა სანაგვე ურნაში აღმოაჩინა მეუღლის ხელნაწერები. მას ცნობისმოყვარეობამ სძლია და არ გააყოლა ისინი ნაგავს. როცა ქმარმა ნახა, რომ მისი ცოლო ხელნაწერებს კითხულობდა, გაღიზიანებულმა უთხრა: „რას მოგქონდა უკან  ეს სულელური ნაჯღაბნი, ახლავე გადაყარე“, მაგრამ ქალმა არ დაუჯერა. მას ძალიან მოეწონა ნაწარმოები და დაიწყო მეუღლის შეგულიანება, რომ ეზრუნა მის გამოქვეყნებაზე.

უამრავი გამომცემლობებისგან მიღებული უარის შემდეგ, 1974 წელს როგორც იქნა ერთ–ერთმა გამომცემლობამ  დაბეჭდა ეს რომანი სახელწოდებით: „კერი“, რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა. ის გაიყიდა 4 მილიონ ეგზემპლარად, ხოლო, მის მიხედვით ჰოლივუდმა ფანტასტიკური ბლოკბასტერი გადაიღო.

ამ წარმატებით გამხნევებულმა  კინგმა გადაწყვიტა წამოსულიყო სამსახურიდან და მთლიანად მწერლობისთვის მიეძღვნა თავი.

საბოლოო ჯამში სტივენ კინგი იქცა ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკელ მწერლად. მან დაწერა 50 რომანი, რომლებიც 350 მილიონზე მეტ ეგზემპლარად არის გაყიდული მთელ მსოფლიოში. მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია უამრავი სხვადასხვა ჟანრის ფილმი, რომელთა შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სამეცნიერო ფანტასტიკა და საშინელებათა ჟანრი გამოირჩევა, რომლის გამოც მან მიიღო ზედმეტსახელი „საშინელებათა მეფე“.

როცა მას ეკითხებოდნენ, თუ რატომ წერდა ასეთ საშინელ ისტორიებს, ის ღიმილით პასუხობდა: „რატომ ფიქრობთ, რომ მე სხვა არჩევანი მაქვს?“


1954 წელს „გრანდ ოულ ოუპრის“ მენეჯერმა ჯიმმი დენიმ პირველივე გამოსვლის შემდეგ გააძევა ახალგაზრდა მუსიკოსი:

შენ მუსიკის აზრზე არ ხარ შვილო… გირჩევნია შენი სატვირთოს საჭეს დაუბრუნდე, დამიჯერე…

ახალგაზრდას ერქვა – ელვის პრესლი.


1854 წლის ერთ წვიმიან დღეს, პორტ–გურონეს (მიჩიგანის შტატი) სკოლას ახალი მოსწავლე შეემატა. 3 თვის მერე სკოლის ხელმძღვანელობამ დაიბარა ამ მოსწავლის მშობელი:

– ქალბატონო, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ თქვენი შვილი გონებრივად ძალზე ჩამორჩება თანატოლებს. ის ძალიან ნელა აზროვნებს და  უჭირს მასალის ათვისება…

ქალი საშინლად აღაშფოთა სკოლის მესვეურთა ამ სიტყვებმა.

გონებრივად ჩამორჩენილები თქვენ ხართ! ჩემი შვილი გენიოსია!

მკვახედ უპასუხა მან პედაგოგებს. წამოიყვანა ბიჭი სახლში და თვითონ მიჰყო ხელი მისი სწავლა–განათლების საქმეს.

ბიჭს ერქვა – თომას ალვა ედისონი.


მე–20 საუკუნის 40–იან წლებში ჩესტერ კარლსონმა თავისი გამოგონება შესთავაზა 20 უმსხვილეს ამერიკულ კორპორაციას და ყველასგან მიიღო უარი.

–რა სისულელეა, ვის რაში სჭირდება…– ეუბნებოდნენ მას.

ბოლოს, 7 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ მისი გამოგონებით დაინტერესდა ერთი პატარა ფირმა – „ჰელოიდ კომპანი“, რომელიც კარლსონის გამოგონების წყალობით, ცოტა ხანში იქცა უზარმაზარ კორპორაციად, სახელწოდებით „ქსეროქსი“


ვილმა რუდოლფი დაიბადა უდღეური და ექიმებს არ ჰქონდათ არანაირი იმედი, რომ გოგონა იცოცხლებდა. 4 წლის ასაკში ის ავად გახდა ორმხრივი პნევმონიით და გადაიტანა მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის შედეგადაც ცალი ფეხით პარალიზებული დარჩა… ექიმებმა დაასკვნეს რომ ის ვერასდროს ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად სიარულს….

მაგრამ…

9 წლის ასაკში ვილმამ მოიშორა რკინის აზღუდი და დაიწყო სიარული მის გარეშე.

13 წლის ასაკში გოგონა უკვე თანაბრად დადიოდა. ექიმები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, მათ ეს ღვთის სასწაულად მიიჩნიეს. იმავე წელს ვილმამ გადაწყვიტა გამხდარიყო მორბენალი, მიიღო მონაწილეობა შეჯიბრში, მაგრამ დაიკავა ბოლო ადგილი.

შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში ის ვარჯიშობდა და იღებდა მონაწილეობას უამრავ შეჯიბრში, მაგრამ ფინიშთან ყველგან მიდიოდა ბოლოს.

ვილმას ყველა ურჩევდა თავი დაენებებინა ამ აუხდნელი ოცნებისთვის, მაგრამ გოგონა ჯიუტად განაგრძობდა ვარჯიშს.

და აი ერთხელ, მან მოიგი ერთი შეჯიბრი. შემდეგ მეორე, მესამე და ბოლოს და ბოლოს გოგონა, რომელსაც ერთხელ უთხრეს რომ ვერასდროს ვერ შეძლებდა ფეხით დამოუკიდებლად სიარულს – გახდა  ოლიმპიური ჩემპიონი და თანაც სამგზის!

„დედამ ბავშვობიდანვე მასწავლა მერწმუნა, რომ შემიძლია მივაღწიო ყველაფერს, თუკი მოვისურვებ. პირველი სურვილი იყო გამევლო დამოუკიდებლად!“  @ ვილმა რუდოლფი


1952 წელს ედმუნდ ჰილარის, ევერესტის დალაშქვრის უშედეგო მცდელობის შემდეგ, თხოვეს სიტყვით გამოსულიყო ინგლისში გამართულ ერთ–ერთ ღონისძიებაზე. ჰილარი გამოვიდა სცენაზე და როცა დაინახა უზარმაზარი ფოტოსურათი ევერესტის გამოსახულებით, მუშტი მოუღერა მას და ხმამაღლა შესძახა:

– ევერესტის მთავ, პირველად შენ მაჯობე, მაგრამ შემდეგში გამარჯვება ჩემი იქნება, იმიტომ რომ შენ უკვე მიაღწიე შენი სიმაღლის პიკს, ხოლო მე, ჯერ კიდევ ვიზრდები!

ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 1953 წლის 29 მაისს ედმუნდ ჰილარი გახდა პირველი ადამიანი ვინც დალაშქრა ევერესტი.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

მსგავსი სტატიები

Leave a Comment