„ეს ენერგია არ გამოგლეოდეთ, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლადაა საჭირო, რომ მთლად არ წახვიდეთ და არ დაეკარგოთ თქვენს ქვეყანას“ – ამბობს საქართველოში დაბრუნებული რეზო კიკნაძე და უცხოეთში მყოფ კონსერვატორიის ყოფილ სტუდენტებს შემდეგი პოსტით მიმართავს.
აი, დავბრუნდით სამშობლოში,
გარდა უაღრესად პროდუქტიული კვირისა ჩვენს ნორვეგიელ პარტნიორებთან (ნორვეგიის მუსიკის აკადემიასთან ერთად უკვე მეორე პროექტს შევუდექით კონსერვატორიის შემდგომი განვითარების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, კურიკულუმის ოპტიმიზაციის, აკადემიური და ადმინისტრაციული გაცვლის..),
მეორე, ნაკლებ “დაგეგმილი”, მაგრამ არანაკლებ ემოციური მომენტი სდევდა თან ჩვენს მოგზაურობას, არანაკლებ მნიშვნელოვანი: სადაც არ აღმოვჩნდებით (ამჯერად ოსლოში 5 დღე და მიუნხენში 24 საათი), ყოვლად ამაღელვებელი შეხვედრა გვქონდა “ჩვენს იქაურ” სტუდნეტებთან;
ბევრი მათგანი უკვე დიდი ხანია “გაფრენილა” კონსერვატორიული ბუდიდან, თავის გზას და ბედს სწევია, კონსერვატორიაში დაკლებული სხვაგან განუვრცია და გაუღრმავებია, თვისობრივად ახალი სუბსტანცია შეუძენია პროფესიონალად ჩამოყალიბების გზაზე და მაინც, მტკიცედ მჯერა და მგონი – ისინიც მეთანხმებიან, რომ “ჩვენს სტუდენტებად” ჩაითვლებიან მუდამ, რაც უნდა დიამეტრულად შეიცვალოს მათი მსოფლმხედველობა, აკადემიურიც და შემოქმედებითიც, რაც უნდა ნათლად დაინახონ ამ დისტანციაზე ის ხარვეზები, რომელიც მათ სამშობლოს დ ამათ მშობლიურ სასწავლებელს ერთნაირად სჭირს.
იქნებ ამან შეუნარჩუნოს სწორედ სურვილიც და ენერგიაც, რომელიც ორბიტას გაცდენილ ხომალდს აუცილებლად სჭირდება *დასაბრუნებლად*…
ძვირფასებო, Koka Nikoladze, Mariam Maghradze, Vako Saatashvili,Guranda Gabelaia, Paata Beridze Trumpet, Zura Tato Gvantseladze, და სხვებოს, ვისაც ამჯერეად ვერ შეგხვდით, გისურვებთ, ყველაფერს სხვასთან (შთაგონება, სიმშვიდე, ჯანმრთელობა, ფინანსური სტაბილურობა etc etc) ერთად, ეს ენერგია არ გამოგლეოდეთ, რომელიც სამშობლოში დასაბრუნებლადაა საჭირო, რომ მთლად არ წახვიდეთ და არ დაეკარგოთ თქვენს ქვეყანას:
კი, თქვენმა ქვეყანამ უნდა “მოგიზიდოთ უკან” და დაგახვედროთ აქ თქვენი საკადრისი გარემო, მაგრამ ამას თუ ელოდეთ, და სხვებმაც თუ თქვენ მოგბაძეს და უ კ ა ნ მ ო უ ხ ე დ ა ვ ა დ წავიდნენ აქედან – ვერავინ და ვეღარაფერი მოგაბრუნებთ, რადგან აღარავინ და აღარაფერი დარჩება აქ , ერთიორი მოგონების და წინაპრის გარდა, ეს კი, “დღეს”, ისე აღარ კმარა ხოლმე, რასაც “ადრე”….
„დღეს აქ მოსწავლეებს” კი ერთდროულად იმასაც მოვუწოდებ, რომ მიბაძონ ამათ და ეძებონ გზა “წასასვლელი”, მაგრამ კვებონ და შეინარჩუნონ ის ენერგიაც, რომელიც უკანდასაბრუნებლად დასჭირდებათ, როცა მიაღწევენ “იქ” თავის საოცნებო კონდიციას, პროფესიულს და შემოქმედებითს….
მიიღეთ ეს გრძელი პოსტი თქვენდამი დიდი სიყვარულად,
თქვენი
რ