ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე , საოპერო სამყაროში დაწესებული პრესტიჟული ჯილდოს, საოპერო ოსკარის მფლობელი გახდა. საუკეთესო მეცო სოპრანო, ტენორი და დირიჟორი. შვიდ კატეგორიაში ხუთ-ხუთი ნომინანტი დასახელდა. უკვა მეორე წელია, რაც საერთაშორისო იტალიური ინტერნეტ გამოცემის ინიციატივით საოპერო ჟანრში პრესტიჟული ღონისძიება იმართება. წლევანდელი დაჯილდოვების ცერემონია ჩვიდმეტ მაისს გაიმართება, სადაც ნინო სურგულაძეს საზეიმო ვითარებასი გადასცემენ “ოსკარს”. გამარჯვებულები ხმის მიცემით გამოვლინდნენ.
ნინო სურგულაძე: „ძალიან გახარებული ვარ, ეს ჩემთვის დიდი პატივია. დიდ მადლობას ვუხდი ყველა გულშემატკივარს, ვინც მონაწილეობდა ამ გამოკითხვაში და ხმა მომცა. როგორც ქართველს, ასევე უცხოელს. ვულოცავ ყველა ნომინანტს, რადგან ვთვლი, რომ თითოეული მათგანი ნამდვილად ღირსეულია“.