fbpx

“ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” ფილმი ომის ჟურნალისტებზე

ავტორი ნინო გონგაძე
32 ნახვა

25 აპრილს კინოთეატრი “ამირანი” ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტური ფილმის – “ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” სპეციალურ ჩვენებას უმასპინძლებს.

ფილმზე რეჟისორი 15 წლის მანძილზე მუშაობდა და თავად არის ფილმის მთხრობელი. 22 წლის ასაკში იგი ფოტოგრაფად წავიდა ჩეჩნეთის ომში.

ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი მისივე თვალით დანახული ომის ჟურნალისტების შესახებ მოგვითხრობს. 25 აპრილს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და კინოთეატრ “ამირანის” მხარდაჭერით, ამირანის მცირე დარბაზში მედიის წარმომადგენლებითვის სპეციალური ჩვენება გაიმართება.

ფილმის “ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” გადაღების იდეა ჯერ კიდევ 2000 წელს მას შემდეგ გაჩნდა, რაც ომის ჟურნალისტი, იტალიელი ანტონიო რუსო საქართველოში მოკლეს. იგი ჩეჩნეთის ომის თემაზე მუშაობდა.

2007 წელს ფილმმა უკვე ჩამოყალიბებული პროექტის სახე მიიღო და კინოპროექტების განვითარების სხვადასხვა პლატფორმაზე გაიგზავნა. 2011 წლიდან პროექტში უცხოელი კინომწარმოებლები ჩაერთნენ, საბოლოოდ კი ფილმზე მუშაობა 2016 წლის თებერვალში დასრულდა

“ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი საქართველოს, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის კოპროდუქციაა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment