შვეიცარიამ გადაწყვიტა ლეგენდარული ჩარლი ჩაპლინის ახალი ინტერაქტიული კონცეფციის მუზეუმი გახსნას. იდეა შექმნილიყო მსგავსი დაწესებულება ჯერ კიდევ ორი ათას წელს გაჩნდა. მომდევნო თხუთმეტი წელი მოლაპარაკებას, ნივთების შეგროვებასა და ფიგურების შექმნას დასჭირდა. მუზეუმი ბინას ჟენევას ტბასთან დაიდებს. მისი ტერიტორია პარკშია განთავსებული. ეს პარკი შემთხვევით არ შეურჩევიათ. სწორედ აქ გაატარა ცხოვრების ბოლო ოცდახუთი წელი ჩარლიმ მეუღლესთან და რვა შვილთან ერთად. ორმოცდაათიან წლებში ისინი იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ შეერთებული შტატები, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ ჩაპლინი სიმპათიით იყო განწყობილი კომუნისტური პარტიის მიმართ. გამოფენა რამდენიმე სეგმენტადაა დაყოფილი, ეს არის ჰოლივუდის კინო მოედნის ანალოგი. როგორც ჩაპლინის შვილმა განაცხადა, ეს მუზეუმი მოძრავია, იცვლის შინაარსს და კონტექსტს. მუზეუმი უკვე მზადაა და მალე ის დამთვალიერებლებს უმასპინძლებს.
203