fbpx

ცხოვრება სავსეა მოულოდნელი სიურპრიზებით

ავტორი ჟოლო
80 ნახვა

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მინდა, რომ ერთი შთამაგონებელი ამბავი მოგიყვეთ და საკუთარი მაგალითით მოტივაცია მოგცეთ, შთაგაგონოთ, რომ უფრო თამამად იოცნებოთ, გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი მიზნების, საკუთარი ოცნებების, იცოდეთ ზუსტად რა გსურთ, იმოქმედოთ გაბედულად, გააკეთოთ ყელაფერი რასაც ამ მომენტში არსებული რეალობა გთავაზობთ და მიენდოთ საკუთარ თავს, უფალს და სამყაროს… რააადგან…  ცხოვრება სავსეა სასიამოვნო და მოულოდნელი სიურპრიზებით თუ რატომ, ამას ქვემოთ შეიტყობთ…

ბაირონ ქეითი არის ერთ-ერთი ყველაზე გაცნობიერებული ადამიანი მთელს მსოფლიოში, ის ცნობიერების ისეთ მაღალ და იშვიათ დონეზეა, როგორც ეკჰარტ ტოლე, მათ საერთო წიგნიც კი აქვთ დაწერილი… ქეითი ჩემთვის ახალი აღმოჩენაა და ამ მომენტში დაკავებული ვარ ამ საოცარი და ძალიან ღრმა ადამიანის წიგნების, მეთოდის, ფიქრის, აზროვნების სტილის შესწავლით…

brქეითიმ შექმნა ძალიან ძლიერი, ღრმა და უნიკალური მეთოდი, რომელიც ძალიან მოკლედ და მარტივად რომ ვთქვთ, ადამიანებს სრულიად ათავისუფლებს ხელისშემშლელი და შემზღუდველი ფიქრებისგან და ძალიან ბევრი პრობლემისგან, რომლებსაც სწორედ ჩვენი ფიქრები ქმნის, როცა მათი გვჯერა… ქეითი ადამიანებს უადვილებს თავიანთ ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობის სიყვარულით აღებას, ის თავისი ტრენინგებით ათასობით ადამიანს ეხმარება შინაგანი თავისუფლების მოპოვებასა და საკუთარ თავთან დააბრუნებაში.

პირველად მის მეთოდს ვეზიარე ზაფხულში, კარპატებში ტრენინგზე „ცხოვრება მომენტში“ და ქეითის ტექნიკის
და მეთოდის ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბაირონ ქეითიმ ჩემზე, რომ გადავწყვიტე ქეითის ტრენინგების გავლა და მისი მეთოდის “The Work Of Byron Katie” სერთიფიცირებულ ფასილიტატორად გახდომა და საქართველოში ამ მეთოდის ჩამოტანა.

12304335_1038825942836096_1749317503742784836_o.jpg

ჩემი დამოკიდებულების და მისწრაფებების შესახებ რა თქმა უნდა იციან ჩემმა მენტორებმა – მიკოლა და ტატიანა ლატანსკებმა და ამასთან დაკავშირებით დაახლოებით 2 თვის წინ ტანიამ გამომიგზავნა ბმული, სადაც 31 იანვარს, 31 მარტს და 31 მაისს თამაშდებოდა ბაირონ ქეითის ერთ-ერთ ძალიან ღრმა და ძალიან ძლიერ ტრენინგზე უფასოდ მონაწილეობის მიღების უფლება.

ეს ტრენინგი ტარდება შვეიცარიაში, ენგელბერგში – ულამაზეს და ზღაპრულ ადგილას…  წესები ასეთი იყო: ვიდეოს ან ტექსტური შეტყობინების საშუალებით ქეითისთვის უნდა დაგესვა კითხვა და თუ შენს მიერ დასმული კითხვა გაიმარჯვებდა მიიღებდი 2 ბილეთს – ერთს შენთვის და მეორეს იმ ადამიანისთვის, რომელმაც ამ შესაძლებლობის შესახებ შეგატყობინა. რა თქმა უნდა ჩავწერე ვიდეო და გავუგზავნე ქეითის ჩემი კითხვა. პარალელურად ძალიან ბევრ ადამიანს (მათ ვინც ძალიან დაინტერესებულია ბაირონ ქეითის მეთოდით და ვისთან ერთადაც საკუთარ თავზე გამოვცადე მისი ეფექტურობა) შევატყობინე ამ შესაძლებლობის შესახებ, რომ მათაც გაეგზავნათ თავიანთი კითხვები, რომ თუ მათი კითხვა გაიმარჯვებდა ერთად წავსულიყავით.

თუმცა, აქ არ გავჩერებულვარ – Fcebook-ში დავამატე ბაირონ ქეითის მეთოდის თითქმის ყველა სერთიფიცირებული ტრენერი, ის ადამიანები, ვინც მისი ტრენინგები გაიარეს, რომ ამ ეტაპზე ვირტუალურად მაინც ვყოფილიყავი ამ ადამიანების და ზოგადად ბაირონ ქეითის გარემოცვაში, კიდევ ჩემს კალენდარზე 8-14 ივლისი მოვნიშნე როგორც ამ ტრენინგისთვის განკუთვნილი დღეები.

ჩემი მიზნების კედელზე ბაირონ ქეითი მოვნიშნე, როგორც ჩემი ერთ-ერთი სასურველი მენტორი 2016 წელს და ასევე მოვნიშნე ეს ტრენინგი, როგორც ერთ-ერთი გეგმა და მიზანი, რომელსაც 2016 წელს შევასრულებდი…

12186447_445996335611323_8646662860772549558_o

მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ არანაირი გარანტია არ მქონდა გამარჯვების, ჩემი თავი მაინც შინაგანად მოვამზადე და განვაწყვე, რომ მე მივდიოდი ამ ტრენინგზე…

31 იანვარს მეილზე არ მომსვლია შეტყობინება. არც იმ ადამიანებს მოუწერიათ, ვისაც მოვუყევი ამ შესაძლებლობის შესახებ. მივხვდი, რომ ჩვენს კითხვებს არ გაუმარჯვიათ. ჩვეულებრივად, ისევ დიდი ენთუზიაზმით, სიყვარულით და მონდომებით გავაგრძელე ბაირონ ქეითის წიგნების კითხვა და მისი აზროვნების, ფიქრის სტილის შესწავლა და პარალელურად ვფიქრობდი 31 მარტისთვის რა კითხვა გამეგზავნა…

მაგრამ, როგორც იტყვიან «God had another plan for me“ და 2 დღის წინ „სპონტანურად“ შევედი ბაირონ ქეითის ამ ტრენინგის Facebook გვერდზე, დავინტერესდი ინფორმაცია ხომ არ იდო გამარჯვებულის შესახებ. მართლაც დამხვდა ეს ინფორმაცია, რომელიც 4 თებერვალს გამოექვეყნებინათ. იქ ეწერა რომ ვინმე ნიქო პალერმო/Nico Palermo იყო გამარჯვებული. წარმოვიდგინე როგორ გაუხარდებოდა ეს გამარჯვება ნიქოს და რაღაცნაირად მეც ძალიან გულწრფელად, მთელი გულით გამიხარდა, რომ მან გაიმარჯვა და ქვემოთ კომენტარებშიც მივულოცე. შემდეგ გადავწყვიტე დამემატებინა მეგობრებში, ვიფიქრე რახან მისმა კითხვამ გაიმარჯვა, ალბათ რაღაც ძალიან საინტერესო ჰკითხა ქეითის და საინტერესო ადამიანი იქნებათქო…

11214132_409353089275648_2816905410054754711_nნიქომ მომწერა და დაინტერესდა საიდან ვიცნობდი, რატომ ვამატებდი )) მეც ვუთხარი, რომ გავიგე მისი გამარჯვების შესახებ და უბრალოდ ვამატებდი, თანაც მივულოცე გამარჯვება.. აღმოჩნდა, რომ ნიქომ საერთოდ არაფერიც არ იცოდა )))) არ იცოდა, რომ მისმა კითხვამ გაიმარჯვა და გვერდის ბმული რომ გავუგზავნე შოკში ჩავარდა, ისე გაუხარდა )))) გახარებულმა ნიქომ კი გადაწყვიტა რომ მეორე ბილეთი ჩემთვის ეჩუქებინა. მითხრა, რომ  ამ შესაძლებლობის შესახებ უბრალოდ Facebook-ით შეიტყო და რახან მე ვუთხარი მისი გამარჯვების შესახებ და ასე გავახარე, თვითონაც სურდა რომ ძალიან გავეხარებინე და მეორე ბილეთი მე მიმეღო <3 ბაირონ ქეითის ასისტენტებთანაც შევათანხმეთ და დღეს დილით მისმა ერთ-ერთმა ასისტენტმა (რომელიც მყოლია თურმე Facebook-შიც დამატებული 😀 😀) მომწერა, რომ ნიქოსთან ერთად ბაირონ ქეითი და მისი გუნდი მელოდება ამ ტრენინგზე <3 <3 <3 <3 <3

აი ასეთი საინტერესო რაღაცეებიც ხდება მეგობრებო ცხოვრებაში… რომ არ შევსულიყავი იმ გვერდზე, რომ არ დამემატებინა ნიქო, რომ არ მიმელოცა გამარჯვება ეს ყველაფერიც არ მოხდებოდა, ამიტომ ძვირფასო მეგობრებო ხშირად უსმინეთ საკუთარ თავს, ხშირად მოუსმინეთ თქვენს გულს და რასაც იმ მომენტში გიკარნახებთ თქვენი გული ისე გააკეთეთ, რა იცით როგორი საინტერესი სიურპრიზები გელოდებათ შედეგად..! <3

ძალიან გამიხარდება ჩემი მაგალითი თუ შთაგაგონებთ, მოტივაციას, მეტ რწმენას მოგცემთ და დაგეხმარებათ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში <3

P.S. ჩემი მიზნების კედელზე ამ ტრენინგის გვერდზე მიკრული მაქვს მეორე მიზანიც “July 2016 School For The Work” 😀 😀  ეს არის ჩემო მეორე საოცნებო ბაირონ ქეითის ტრენინგი, სადაც მისი მეთოდი ძალიან ღრმად შეისწავლება და“Being with Byron Katie”-ის ტრენინგის შემდეგ 9 დღეში იწყება გერმანიაში ))) ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დომინოს ეფექტივით მიეწყობა ეს ორივე ოცნება ერთმანეთს და შვეიცარიიდან პირდაპირ გერმანიაში მეორე ტრენინგზეც მოვხვდები  <3 გამიხარდება თქვენც თუ მისურვებთ ამ მეორე ოცნების ახდენას და თქვენს პოზიტიურ სურვილებს და ვიბრაციებს თუ გამომიგზავნით! <3 <3 <3

10504895_10153099949794150_7666512977437897666_o

შთაგონებებით და ენთუზიაზმით სავსე დღეს გისურვებთ! <3 <3 <3

სიყვარულით თინი ბასილაია!

წყარო: https://tinibasilaia.wordpress.com/

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment