ალბათ შეგხვედრიათ ადამიანები, შენთან შენი რომ არიან და სხვასთან სხვისი.
ასეთი ადამიანები ან მშიშრები ან ორპირები არიან.
ისინი საშიშები, ფარისევლები და გამყიდველები არიან.
მათ იციან ადამიანის ფსიქოლოგია, მიდგომა ,,ერთგულების” დამტკიცება და თავის შეყვარება.
ვინ იცის რამდენი ადამიანი იმსხვერპლეს და გული ატკინეს.
ძალიან დაკვირვებულად უნდა იყოთ, გაუფრთხილდით და უფრთხილდით ორგულებს.
მე ვნახე, ისინი ,,ძალიან თბილები, მოსიყარულე, ყურადღებიანი და მზრუნველები არიან” ისინი ყველგან და ბევრნი არიან: ცხოვრება დანგრეული ორპირი.
მიზანმიმართული ორპირი.
შეუმდგარი და შურიანი ორპირი.
მზაკვარი ორპირი.
კარიერის მიღწევისთვის ორპირი.
უნებლიე ორპირიც არსებობს.
ყველაზე საინტერესო სანახავი დამწყები ორპირია.
მტერსაც არ ვუსურვებ ორპირ მეგობარს. მათ შეუძლიათ ადამიანს ერთი წინადადებით დაგინგრიონ მთელი ცხოვრების ნაღვაწი.
მიყვარს სიცოცხლე და ბედნიერი ვარ ერგული ადამიანების ფასი რომ ვიცი.
იმითაც ბედნიერი ვარ, რომ განგებამ მომცა ნიჭი, ადვილად ამოვიცნო ანგარებიანი, ორპირი, ორგული და ფლიდი ადამიანი.
გიორგი ჯაჯანიძე