იღვიძებს ვიდრე ინათებს, სვამს ძლიერ ყავას და წვენს, ემზადება და შეხვედრაზე 15 წუთით ადრე მიდის. მისი გრაფიკი სრულად გადატვირთულია და ზუსტად იცის რის შემდეგ რას აკეთებს. დაღამებამდე დაკავებულია საქმით. ნებისმიერი ოჯახი, სადაც შეაბიჯებს მისია, ანუ შეუძლია დაიპყროს იქ მყოფნი. მის სიტყვას დიდი ძალა აქვს. არ ჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს – ეს ძლიერი ქალის ჩვევები გახლავთ.
ასეთი ქალები ბევრის აზრით მამაკაცებს აშინებენ, მაგრამ სინამდვილეში ასე სულაც არაა. მამაკაცს ძლიერი ქალი ურჩევნია, თუმცა არსებობს რამდენიმე დეტალი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია:
1.დაუთმეთ კონტროლი – თქვენ გაქვთ განსაკუთრებული ძალა საქმეში, თუმცა მამაკაცს სჭირდება იცოდეს, რომ ის რამეს წარმოადგენს. ამიტომ დაუთმეთ კონტროლი ოჯახში. აგრძნობეთ, რომ მისი ხმა გადამწყვეტია.
2.აგრძნობინეთ, რომ ის წამყვანია – რაც უფრო მეტს მუშაობს მამაკაცი, უფრო მეტად გაფასებთ თქვენ. შეუწყვეთ მას ხელი, რომ იყოს წამყვანი.
3.შეწყვიტეთ მისი პრობლემების მოგვარება – თქვენ, რასაკვირველია, შეგიძლიათ ყველაფერი მართოთ, რადგან ძლიერ ქალს დიდი ძალა აქვს, მაგრამ თუ ასე მოიქცევით მამაკაცთან ის დამცირებულად იგრძნობს თავს.
4.თქვენ არ ხართ მისი უფროსი – მას თქვენ არ დაუქირავებიხართ მის ცხოვრებაში, ამიტომ მოექეცით, როგორც თანასწორს, რადგან ოჯახში მთავარია თანაბარუფლებიანობა.
5.საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი ფინანსური სტატუსი – ნუ გაანებივრებთ საჩუქრებით, რადგან შესაძლოა მან დამცირებულად იგრძნოს თავი იმის გამო, რომ იგივეს გაკეთება არ შეუძლია. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე.
6.აღნიშნეთ მისი მიღწევები – მნიშვნელობა არ აქვს რას ეხება ეს. თუნდაც თვლიდეთ, რომ ეს ძალიან უმნიშვნელოა, იცოდეთ, რომ მამაკაცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
7.ელაპარაკეთ მის ენაზე – თუ თქვენ უგზავნით გრძელ შეტყობინებას, ის კი რამდენიმე სიტყვით გპასუხობთ, ეს ნიშნავს, რომ მას არ მოსწონს ბევრი ლაპარაკი, ამიტომ გადადით მის პლატფორმაზე და ესაუბრეთ ისე, როგორც მას უნდა.