ფრანც კაფკა, ბერლინში ცხოვრებისას ყოველდღე ადგილობრივ პარკში სეირნობდა. ერთხელ ის პატარა გოგონას შეხვდა,რომელიც სათამაშო თოჯინას დაკარგვის გამო მწარედ ტიროდა. კაფკამ გოგონას ძებნაში დახმარება შესთავაზა და მეორე დღეს იმავე ადგილზე დაიბარა. სათამაშო, მწერალმა რა თქმა უნდა ვერ იპოვა, მაგრამ მან გოგონას მის მიერ დაწერილი წერილი გადასცა:
” ჩემო პატარა მეგობარო, გთხოვ უჩემოდ არ მოიწყინო – ხმამაღლა წაუკითხა მწერალმა – მე სამოგზაუროდ გავემგზავრე, რომ მთელი მსოფლიო შემოვიარო, ხშირად მოგწერ და გიამბობ ჩემს თავგადასავლებზე”.
მომდევნო თვეების განმავლობაში მწერალი გოგონას წერილებს უკითხავდა, სადაც სათამაშო თოჯინა გოგონას თავის ზღაპრულ თავგადასავლებს უყვებოდა… ტუბერკულიოზის გამწვავების გამო, კაფკას გერმანიის დატოვება მოუწია, წასვლის წინ, რომელიც მწერალისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა, კაფკამ გოგონას სათამაშო თოჯინა აჩუქა. რა თქმა უნდა ის საერთოდ არ გავდა იმ სათამაშოს, რომელიც გოგონამ დაკარგა, მაგრამ მასზე იყო წარწერა:” მე დავბრუნდი ჩემო მეგობარო,უბრალოდ მოგზაურობისას გავიზარდე და შევიცვალე”.