fbpx

11 რჩევა, დამწყები და წარმატებული მენეჯერებისთვის

ავტორი ჟოლო
322 ნახვა

წარმატება დეტალებში და მიღებულ შედეგებშია. წარმატებული ადამიანები კი ყოველთვის დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულნი არიან.

ამ სტატიაში გაგიზიარებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც დამწყებმა და წარმატებულმა მენეჯერებმა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ:

1.წარმატებულ მენეჯერებს და ლიდერებს სურთ, ფული მაღალ შედეგებში გადაიხადონ, ამიტომ ისინი გუნდის წევრების ძალისხმევასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

2.მათ სურთ ყველაზე მოტივირებული ადამიანებისგან შემდგარი გუნდი, ამიტომ ისინი მათ შთააგონებენ.

3.ისინი თავის გუნდის წევრებს ეხმარებიან გახდნენ საუკეთესოები, მიაღწიონ წარმატებებს და რაც მთავარია, იზიარებენ მათ სიხარულს.

4.აქვთ უმაღლეს ფასეულებებზე დამყარებული კორპორატიული კულტურა, რომელიც ღია და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

5.მათი საქმიანი თუ უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები, შთააგონებენ გუნდის წევრებს და სხვებს იოცნებონ, ისწავლონ, აკეთონ მეტი და გახდნენ უკეთესები.

6.გუნდის წევრებს იმის სჯერათ, რისიც მათ ლიდერს, ამიტომ წარმატებული ლიდერები საქმეს, რომელსაც აკეთებენ, მასში სულს და გულს დებენ.

7.საუკეთესო გუნდის წევრების შესანარჩუნებლად მზად არიან გაიღონ დიდი თანხები, ნაცვლად იმისა, რომ გუნდის წევრები გაწირონ დიდი თანხების შესანარჩუნებლად.

8.ჰყავთ ბედნიერი გუნდის წევრები, რომლებიც იზიდავენ ბედნიერ მომხმარებლებს. ხოლო ბედნიერი მომხმარებლები თავის მხრივ მენეჯერების ბედნიერებას უზრუნველყოფენ.

9.მათ იციან თითოეული გუნდის წევრის პირდაპირი მოტივაცია და მიზეზი, თუ რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.

10.მათ კარგად ესმით, რომ გუნდში მოტივაციის შექმნა, დემოტივატორების აღმოფხვრამდე, შედეგს ვერ იძლევა.

11.მათ არ ავიწყდებათ, რომ გუნდის წევრები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მათთვის, როგორც პიროვნებებისთვის, მენეჯერის მხრიდან არამატერიალური დაფასებაც და მათი მიღწევების სიტყვიერი აღიარება, უდიდეს პოზიტიურ გავლენას ახდენს.

წყარო:www.businessinsider.com

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment