fbpx

13 უმარტივესი გამოგონება, რომლებმაც შემქმნელებს მილიონები მოუტანეს

ავტორი ნინო გონგაძე
70 ნახვა

არსებობს ბევრი მარტივი გამოგონება ან იდეა, რომელზეც სხვას არავის უფიქრია. მათ შემქმნელებს მილიონობით დოლარი აშოვნინეს და ზღაპრული სიმდიდრე მოუტანეს.

სმაილიკი

1

ეს გამოსახულება 1963 წელს ამერიკელმა მხატვარმა ჰარვი ბოლმა მოიგონა და მასზე უფლებები სულ რაღაც 45$-ად გაყიდა. მოგვიანებით, ძმები, ბერნარი და მიურეი სპეინები მიხვდნენ, რომ აქ უდიდესი მარკეტინგული პოტენციალი იმალებოდა. მათ შესძლეს და გამოიმუშავეს 50 მილიონი დოლარი ლიცენზირებული გამოსახულების გაყიდვით.

ცისარტყელა-სლინკი

2

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სათამაშო. გამომგონებელს რიჩარდ ჯეიმსს იდეა სრულიად შემთხვევით მოუვიდა თავში: ზამბარა დაეცა და იატაკზე “გაიარა”. ამგვარად ჯეიმსმა და მისმა ოჯახმა 250 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

წებოვანი შესაკრავი

3

წებოვანი შესაკრავის იდეა ჟორჟ დე მესტრალის ეკუთვნის. ეს აზრი მაშინ დაებადა, როცა ოროვანდის ეკლებს მიკროსკოპით ათვალიერებდა. დღეს მესტრალის გამოგონება ყველგან იყიდება და მისთვის დაახლოებით 100 მილიონი დოლარი მოაქვს წელიწადში.

უცნაური საწრუპები

4

ერთხელ ერთ ადამიანს თავში მოუვიდა იდეა, თუ, როგორ მოვახერხოთ, რომ ბავშვებმა აირჩიონ წვენი და რძე ტკბილი და გაზიანი სასმელის ნაცვლად. ასე გაჩნდა უცნაური ფორმის საწრუპები. ისინი ძალიან დიდი წარმატებით იყიდება მსოფლიოს გარშემო.

ბალიში-სათამაშო

5

ერთხელ ჯენიფერ ტელფერმა ყურადღება მიაქცია, რომ მის შვილს მოსწონს სათამაშოების ბალიშად გამოყენება. ის მიხვდა, რომ ბაზარზე არის თავისუფალი ნიშა სათამაშოებისთვის, რომლებზეც კომფორტულად ძილი შეიძლება. ამგვარად მან დაიწყო დიდი და ფუმფულა ბალიშების წარმოება სხვადასხვა ცხოველების ფორმებით.

ვებ-გვერდი მილიონ დოლარად

6

ალექს ტიუმ მართლაც უნიკალური იდეით იშოვა პირველი მიილიონი. მანდ გადაწყვიტა გაეყიდა სარეკლამო ადგილი საკუთარ საიტეზე: თითო პიქსელი 1 დოლარად. იდეა აიტაცეს ბიზნესმენებმა და მსხვილმა კომპანიებმა, რომლებმაც იაფად შეიძინეს ადგილი ინტერნეტის ისტორიაში.

სათამაშოები ლობიოს მარცვლებით

7

ფუმფულა დათვები დიდი ხნის მანძილზე იყო პოპულარული. თუმცა, ტაი უორნერმა ბაზარს ახალი ტიპის სათამაშოები შესთავაზა — სათამაშოები, რომლებიც ლობიოს მარცვლებით იყო “გამოტენილი”. იმის გამო, რომ ისინი სავაჭრო ქსელებში იყიდებოდა და საკოლექციო მოდელებად ითვლებოდა, ტაიმ მილიონობით დოლარი იშოვა.

პლედი სახელურით

8

სნაგი — ძალიან მარტივი, მაგრამ ამასთანავე ძალიან პოპულარული რამეა. ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენი გამოიმუშავა მისმა შემქმნელმა სკოტ ბოილენმა, მაგრამ პირველ წელს 20 მილიონი ასეთი პლედი გაიყიდა.

ჰულა-ჰუპი

9

მთელი მსოფლიოს გარშემო 100 მილიონი ჰულა-ჰუპი გაიყიდა. საოცრად მარტივი იდეა თავში მოუვიდა დიზაინერს, როცა დაინახა ბავშვები, რომლებიც ბამბუკის სალტეებით თამაშობდნენ. ბამბუკი შეიცვალა პლასტმასით, მისი შემქმნელები კი წამებში გამდიდრდნენ.

გადმობრუნებული ბოთლი

10

ბოთლი განსაკუთრებული თავსახურით 1991 წელს გამოჩნდა. გამომგონებელმა პოლ ბრაუნმა მოახერხა და მიჰყიდა ის შამპუნის მწარმოებლებს, NASA-ს და კომპანია Heinz-საც კი, რომელიც წარმატებით იყენებდა ასეთ ბოთლებს საკუთარი პროდუქციისთვის. დაპატენტებული ბოთლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 1995 წელს ბრაუნმა საკუთარი კომპანია და უფლებები დიზაინზე 14 მილიონ დოლარად გაყიდა.

ლეიკოპლასტირი

11

1920 წელს გამოიგონა Johnson & Johnson-ის მკვლევარმა იმის წყალობით, რომ მისმა ცოლმა საჭმლის მომზადების დროს ხელი გაიჭრა. დღეს კი ლეიკოპლასტირი უდიდესი რაოდენობით იყიდება მსოფლიოს გარშემო.

კროქსები

12

თავიდან ითვლებოდა, რომ კროქსებს სილამაზის სალონებში გამოიყენებდნენ. თუმცა, მაშინ, როცა პირველი პარტია გაიყიდა, მისმა შემქმნელებმა ბაზარზე უდიდესი პოტენციალი დაინახეს. ახლა კი კომპანია მილიონებს შოულობს.

სტიკერი

13

მისი შექმნის იდეა სრულიად შემთხვევით გაჩნდა: სპენს სილვერი მუშაობდა ახალ ზემძლავრ წებოზე და შემთხვევით შექმნა ისეთი, რომელიც კარგად მაგრდებოდა სხვა ნებისმიერ ზედაპირზე და მისი მოხსნაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეიძლებოდა. ასე გაჩნდა სტიკერები, ხოლო სილვერს მან 1 მილიარდი დოლარი მოუტანა.

 

წყარო: MoneyMan.ge

FACTS.GE

მსგავსი სტატიები

Leave a Comment