ჩემი და ბევრი ჩემი ნაცნობის მაღალანაზღაურებადი სპეციალისტის ცხოვრება შეუცვლია ერთ რომელიმე სემინარზე თუ კურსზე დასწრებას. მუდმივი სწავლის ერთ-ერთი გზა ტრეინინგზე დასწრება და ექსპერტებთან ურთიერთობაა.
გამოიყენეთ 3%-ის წესი. ეს არის წესი, რომელიც გარანტირებულად გპირდებათ წარმატების მიღწევას : თქვენი შემოსავლის 3%-ი თქვენივე განვითარებას მოახმარეთ.
როდესაც საკუთარი უნარების განვითარებაში ინვესტირებას რეგულარულ ხასიათს მისცემთ, თქვენი მომავალი და ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. უფრო სერიოზულად მიუდგებით საქმესა და კლიენტებს, ისწავლით საკუთარი თავის პატივისცემას და ამასვე მიიღებთ სხვებისგან.
წიგნის რომელიმე აბზაცში, აუდიოპროგრამის ერთ რომელიმე თავში, ან სემინარის ერთ რომელიმე ნაწილში, ისეთ რამეს ამოიკითხავთ და გაიგებთ, რაც გონებას გაგინათებთ და შემოსავალს გაგიორმაგებთ.
ყოველ დახარჯულ დოლარზე, რომელსაც საკუთარი თავის სრულყოფისთვის გაიღებთ, ათჯერ, ორმოცდაათჯერ და ათასჯერ მეტს ამოიღებთ დროთა განმავლობაში. თქვენი მთლიანი შემოსავლის 3% საკუთარი უნარების განვითარებაზე რომ დახარჯოთ, რამდენიმე წელში ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალანაზღაურებადი პროფესიონალი იქნებით თქვენს სფეროში. რეგულარული ინვესტიცია უნარების განვითარებაში თქვენი წარმატების გარანტიას იძლევა.
დევიდ ალენი, “Getting things done”
