როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი – მუდმივად ამოუხსნელი პრობლემაა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის. სინამდვილეში სულაც არაა რთული მათი გულების დაპყრობა, უბრალოდ საჭიროა იცოდეთ რამდენიმე ხრიკი. ჩვენ გთავაზობთ რჩევებს, როგორ მივიზიდოთ მამაკაცის ყურადღება:
1.კონტაქტი გარშემომყოფებთან – მამაკაცებს უყვართ გახსნილი ადამიანები, რომლებიც გარშემომყოფებთან კონტაქტში მარტივად შედიან. გარდა ამისა, თქვენთვისაც მარტივი იქნება გაიგოთ მამაკაცის ხასიათი და ის, თუ რამდენად კონტაქტურია თავად.
2.კონტაქტი თვალებით – თვალებით კონტაქტი მამაკაცისთვის სუფთა ჰაერივითაა. ეს თითქოს დროს აჩერებს. ბევრ ქალს აკომპლექსებს თვალებში შეხედვა და მამაკაცებს თვალს არიდებენ, სინამდვილეში კი მამაკაცის მოხიბვლის შანსს კარგავენ.
3.ღიმილი – ღიმილს ჯადოსნური ძალა აქვს და შეუძლია ნებისმიერი ადამიანი დადებითად განაწყოს თქვენს მიმართ. თუ გსურთ მამაკაცი მიიზიდოთ, ნუ დაინანებთ ღიმილს.
