fbpx

თუ გსურთ იყოთ ბედნიერი – ივარჯიშეთ…

ავტორი Ann
924 ნახვა

იცოდე რა გაბედნიერებს, ერთ-ერთი მთავარია იმისთვის, რომ მიაღწიო შინაგან სიმშვიდეს და კმაყოფილებას. ყოველდღიურად თითოეულ ჩვენთაგანს საკმაოდ ბევრი უსიამოვნო ფაქტი ხვდება და ყველა ვერ ახერხებს მასთან გამკლავებას, ამის გამო ხშირად გვესმის ადამიანებისგან წუწუნი იმის თაობაზე, რომ არ უმართლებთ.

რას გააკეთებდით, რომ იცოდეთ, რომ არსებობს ძალიან მარტივი რამ იმისთვის, რომ ბედნიერი იყოთ? შეასრულებდით მას? მაშინ, გეტყვით, რომ დიახ, ეს ძალიან მარტივია. ყოველ დილით 20 წუთით ვარჯიში თქვენ ბედნიერს გაგხდით!

რატომ? საქმე ისაა, რომ თქვენი გონება ვარჯიშს სტრესად აღიქვამს, რომლისგან გასათავისუფლებლად თქვენი ორგანიზმი გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებას ენდორფინთან ერთად, რომელიც ბედნიერების ჰორმონის სახელითაა ცნობილი. ეს ნივთიერებები თქვენი გონების “გადატვირთვას” ახდენენ და ვარჯიშის შემდეგ თქვენ თავს დასვენებულად გრძნობთ.

ენდორფინი გონებაზე ისევე მოქმედებს, როგორც ნარკოტიკული საშუალებები და გარკვეული დროის შემდეგ სხეული და გონება თავად გთხოვთ ივარჯიშოთ. ენდორფინი ამცირებს დისკომფორტსა და ტკივილის შეგრძნებას.

რატომ 20 წუთით ვარჯიში? პენ სტეიტის უნივერსიტეტის პროფესორებმა კვლევების შედეგად დაადგინეს, რომ დაახლოებით 20 წუთის ვარჯიში გვაბედნიერებს, ამცირებს დაავადების რისკს და გვიხანგრძლივებს ცხოვრებას.

ეცადეთ არ შეწყვიტოთ ვარჯიში:
დააყენეთ მაღვიძარა და საწოლთან დაილაგეთ სავარჯიშო ტანსაცმელი, რათა გაღვიძებისთანავე მათი დანახვა შეძლოთ.

დაიწყეთ ვარჯიში მსუბუქად, თავიდანვე 20 წუთით ვარჯიში გაგიჭირდებათ.

ეცადეთ ვარჯიშის დროს ჩართოთ ენერგიული მუსიკა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment