fbpx

“საქორწინო ბეჭედი არის გამბედაობის მედალი, რომელსაც თითზე ვატარებთ”

ავტორი ნინო გონგაძე
947 ნახვა

გამონათქვამები ქორწინებაზე:

= ქორწინება ცა და უფსკრულია.

= ვინც კარგი მეგობარია კარგ მეუღლეს შეირთავს, რადგან კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭზეა დაფუძნებული.

= სიყვარულის დროს განსჯის უნარს კარგავ, დანაკარგს კი მხოლოდ ქორწინების შემდეგ აღმოაჩენ.

= ქორწინება იმ ორთა კავშირია, რომელთაგან ერთს ყოველთვის ახსოვს ის თარიღები, რომლებიც მეორეს უკვე დიდი ხანია დაავიწყდა.

= ქორწინება გრძელი დიალოგია, რომელსაც პერიოდულად კამათი არღვევს ხოლმე.

= საქორწინო ბეჭედი არის გამბედაობის მედალი, რომელსაც თითზე ვატარებთ.

= სიყვარული ბრმაა, მაგრამ ქორწინება გენიალური ოკულისტია.

= წარმატებული ქორწინების საიდუმლო ისაა, რომ ყოველი სერიის წარმოდგენის შემდეგ საპრემიერო განწყობა უნდა შენარჩუნდეს.

= სიყვარულში კარგავენ განსჯის უნარს და მას ქორწინებაში აღმოაჩენენ.

= აუცილებლად დაქორწინდი. თუ კარგი ცოლი გარგუნა ბედმა, გამონაკლისი იქნები და თუ ცუდი – ფილოსოფოსი მიანც გახდები.

= როცა ქალი ყველაფერში უგებს მამაკაცს ეს მთავრდება ქორწინებით, ან განქორწინებით.

= სიყვარულით ქორწინება არ ნიშნავს იმას, რომ ქორწინდები ადამიანზე რომელთანაც შეგიძლია იცხოვრო. სიყვარულით ქორწინება ნიშნავს, რომ ქორწინდები ადამიანზე, რომლის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია.

= ქორწინება არც სამოთხეა და არც ჯოჯოხეთი, იგი უბრალოდ სალხინებელია.

= ქორწინება ესაა კავშირი კაცთან, რომელიც ვერ იძინებს დახურულ ფანჯარასთან, და ქორწინება ქალთან, რომელსაც არ შეუძლია დაიძინოს ღია ფანჯარასთან.

= ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება ერთმანეთზე შეყვარებულმა ადამიანებმა გააკეთონ, ქორწინებაა.

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment