fbpx

აანთე სინათლე შენს ფანჯრებში

ავტორი ჟოლო
246 ნახვა

ერთი ქალი, მეზობელს აღშფოთებული უყვებოდა თავის მეგობარზე, რომელმაც ძალიან გააბრაზა. მეზობელი ამშვიდებდა და სთხოვდა, რომ ეპატიებია.

— ვაპატიო? რანაიარად? იმის მერე, რაც მან გამიკეთა? არა, არა, მსგავსი ბოროტების პატიება შეუძლებელია – თქვა ქალმა – და საერთოდ, მე რატომ უნდა მიყვარდეს გარშემო ყველა, ისინიც კი ვისაც აქეთ არ ვუყვარვარ, რატომ უნდა გავაკეთო ყოველთვის მე სიკეთე, მაშინ როდესაც ჩემს გარშემო ყველა მატყუებს, მღალატობს, ზურგს უკან მჭორავს და ბოროტებას მიკეთებს?

— მომისმინე, ერთ ისტორიას მოგიყვები — უთხრა მეზობელმა

— ცხოვრობდა ერთი ადამიანი. რომელმაც დედაბუნებას სთხოვა, რომ  ღამე ნათელი ყოფილიყო, რათა სანთლის დანთება არ დასჭირვებოდა, ხოლო ზამთარი თბილი, რომ ფეჩი არ  დასჭირვებოდა. მაგრამ ეტყობა, დედა ბუნებამ უკეთესად იცოდა რა, როგორ და რანაირად უნდა ყოფილიყო, ამიტომ არ შეისმინა თხოვნა.

გაბრაზდა ადამიანი და გადაწყვიტა: «ასე, ხომ? მაშინ მეც არ დავანთებ ღამ-ღამობით სანთელს და არ გავანათებ სახლს. ზამთარში ფეჩს არ გავახურებ, არ გავათბობ სახლს. კიდევ უფრო მეტი, ღამით ღიად დავტოვებ კარს, რომ სითბოს ნასახი აღარ დარჩეს, მაშინ ვნახოთ რაც მოგივა.

—რა სულელი ხარ — გააწყვეტინა ქალმა მეზობელს — ის რა, ფიქრობდა სანთელს თუ აანთებდა, სხვას გაუნათებდა ან ფეჩის სითბოთი, ყინვას გაათბობდა? გამოშტერებული ყოფილა ეს შენი კაცი! პირველ რიგში, ეს ყველაფერი სჭირდებოდა თვითონ მას. აჯობებდა თავზე ეზრუნა.

— მართლა? მაშინ, შენ რატომ აკეთებ იგივეს?

— მე? მე რა შუაში ვარ? — გაიკვირვა ქალმა

— დიახაც შენ. შენ, რატომ აქრობ სიყვარულის შუქს, როდესაც გარშემო უკუნი სიბნელეა და რატომ არ ანთებ გულში ცეცხლს, როდესაც გარშემო ადამიანების გულები გაიყინა? უკუნ სიბნელეში ჯდომას და ლოდინს, ვიღაცა ოდესღაც გაგინათებს, არ აჯობებდა თავად აგენთო და გაგენათებინა შენთვის და სხვებისთვის? ამ შემთხვევაში, ხომ თავადაც გაიკვლევდი გზას და შეიძლება, გარედანაც დაენახა ვინმეს. გაყვებოდით ამ შუქს, ერთად, ხელი ხელჩაკიდებულნი. სიცივეში ჯდომას და ვინმე რომ გაგითბობს ამაზე მოლოდინს, უკეთესი არ იქნებოდა, აგეგიზგიზებინა ცეცხლი გულში და მისგან წამოსული სითბოთი გაათბობდი თავსაც და სხვებსაც – დათბებოდა ადამიანთა გულები და  არ იქნებოდა ამდენი სიცივე.

წყარო:  https://zrda.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment