მდიდრებისთვის ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ცაში კომფორტის მოწყობაც. ბევრმა იცის, რომ გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი ავიაკომპანია თავის მგზავრებს VIP მომსახურებას სთავაზობს, თუმცა ამას მხოლოდ 1% ახერხებს, ამჯერად კი შეგიძლიათ ნახოთ როგორ მგზავრობს ის 1%, ანუ მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანები.
თვითმფრინავის ბილეთი ნიუ-იორკიდან მუმბაიმდე ერთი გზა 38 ათასი დოლარი ღირს. მართალია ძალიან ძვირია, თუმცა მომსახურებაც შესაბამისია. თვითმფრინავი აპარტამენტს მოგაგონებთ. აქ თქვენთვის საძინებელი ოთახიცაა, ნივთების შესანახი ავეჯიც, აბაზანაც, პირადი მზარეულიც და ნებისმიერი კერძიც, რომელსაც მოისურვებთ. საძინებელში მგზავრებისთვის დიდი ტელევიზორია, ანუ ყველაფერი იმისთვის, რომ კარგად განიტვირთოთ.
[ot-video type=”youtube” url=”https://www.youtube.com/watch?v=u-OUUDzjFuQ”]