fbpx

აღმოაჩინე ახალი სამყარო და ისწავლე ცხოვრებით ტკბობა

ავტორი დეა თავბერიძე
297 ნახვა
nenes maindfulnesi

„მაინდფულნესი ჩემთვის ახალი სამყაროს აღმოჩენა იყო,  მანამდე მხოლოდ გონებით ვცხოვრობდი და ვფიქრობდი რომ ყველაფერი გონებაში უნდა გადამეწყვიტა და დამელაგებინა. ეს ძალიან დიდ ძალისხმევას და სტრესს იწვევდა “ – მეუბნება  მაინდფულნესის კურსის ავტორი ნენე ლელაშვილი, რომელიც საკუთარ გამოცდილებას ამ კურსის დახმარებით ახლა უკვე სხვებს უზიარებს.

ნენე ლელაშვილი: მადინფულნესის პრაქტიკის დაწყებისას აღმოვაჩინე, რომ თურმე სხეულიც მაქვს, შეგრძნებებიც  და დავიწყე დაფასება და ტკბობა განსხეულებული არსებობით. ჩემი პირველი ინსაიტი იყოს ის რომ თურმე არ არის აუცილებელი დავიჯერო ყველა ფიქრის რაც თავში მომდის და რომ მე არ ვარ ჩემი ფიქრები.. ჩემი მოტივაცია ამ კურსის შექმნის, სწორედ ამ ინსაიტის სხვებისთვის გაზიარების სურვილი იყო. ამ კურსში თავი მოვუყარე ყველა იმ მარტივ და პატარა ინსტრუმენტებს რომლებმაც მე გამიადვილა როგორც მედიტაცია ისე ამ პრაქტიკის დანერგვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

– მოდი მკითხველს უფრო დეტალურად ავუხსნათ თუ რა არის მაინდფულნესი?

– მაინდფულნესი არის ყურადღების მიზანმიმართულად მიპყრობის პრაქტიკა, ახლანდელ მომენტზე, განსჯის გარეშე. ის გულისხმობს სრულ ჩართულობას იმაში, რასაც ვაკეთებთ და ამავდროულდ ჩვენი ფიქრების, გრძნობებისა და შეგრძნებების შემჩნევას.

მე ვიტყოდი რომ მაინდფულნესი არის უფრო მიდგომა, დამოკიდებულება აწმყოს მიმართ, ვიდრე რაიმე კონკრეტული ტექნიკა. და ეს დამოკიდებულება გულისხმობს მზაობას და იმის მიმღებლობას რაც ამ მომენტში ხდება,  განურჩევლად იმისა ეს კონკრეტული მომენტი სასიამოვნოა, უსუამოვნო თუ ნეიტრალური. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა მაინდფულნესზე დაფუძნებული მედიტაციები და  ტექნიკები, რაც გვეხმარება განვავითაროთ ჩვენი აწმყოში ჩართულობის უნარი.

რა არის საჭირო მაინდფულნესის პრაქტიკის დაწყებისთვის?

– სურვილი და ღიაობა ახლის მიმართ, შეგიძლიათ აი ამ წუთას დაიწყოთ მაინდფულნესის პრაქტიკა, უბრალოდ გადაიტანეთ ყურადღება თქვენს სუნთქვაზე, არ ეცადოთ მის შეცვლას მხოლოდ დააკვირდით როგორია ის და სად შეიგრძნობთ მას, ახლა მიმოიხედეთ გარშემო, დაუკვირდით რას ხედავთ, შეიგრძენით ტემპტარატურა კანით, დაუკვირდით ხმებს თქვენს გარეშემო.. ძალიან მარტივარ ჟღერს არა? თუმცა, დაფიქრდით რამდენად ხშირად აკეთებთ ამას? რამდენად ხშირად ხართ ჩართული ამ მომენტში?..

ჩვენ იმდენად ვართ დაკარგულნი გეგმებში, განსჯაში, მოგონებაში, დარდში რომ გვავიწყდება ცხოვრების უშუალოდ განცდა. თითქოს ის, რაც ჩვენს გონებაში ხდება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის რაც ჩვენს რეალურ ცხოვრებაში და ასე ვკარგავთ კავშირს საკუთარ თავთან და ცხოვრებასთან. მაინდფულნესი კი არის გზა რომ ეს კავშირი აღვადგინოთ.

მაინდფულნესი შეგვიძლია ვაპრაქტიკოთ ნებისმიერ დროს, ყურადღების მიზანმიმართულად აწმყოზე მიქცევით, განსჯის გარეშე – კვების დროს, საჭმლის მომზადებისას, სეირნობისას, მეგობართან საუბრისას და შოფინგის დროსაც კი .

– გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ მედიტაციის დროს გონება უნდა დავაცარიელოთ ფიქრებისგან

– ესარის მცდარი აზრი, რაც ბევრ ადამიანში ფრუსტრაციას იწვევს. ნათქვამია “რასაც ეწინააღმდეგები ისიც გეწინააღმდეგება“.  მაინდფულნესის პრაქტიკაში ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ფიქრებს, არამედ ვავითარებთ მიმღებლურ  და მეგობრულ დამოკიდებულებას ჩვენი შინაგანი თუ გარეგანი გამოცდილების მიმართ. როდესაც ვიღებთ იმას რაც არის, არ განვსჯით არ ვეწინააღმდეგებით, იქნება ეს ფიქრი თუ ემოცია, ისინი კარგავენ ძალაუფლებას ჩვენზე, რაც ხელმისაწვდომს ხდის ჩვენს უნარს ვიყოთ უშუალო კავშირში აწმყოსთან, ცხოვრებასთან.

ყველას, ვისაც სურვილი აქვს “აწმყოში ყოფნის ხელოვნებას” დაეუფლოს,

გთავაზობთ მაინდფულნესის დღიურს, 21 დღიან მაინდფულნესის ონლაინ კურსთან ერთად

ეს სამუშაო დღიური მოგცემთ შინაგან სიმშვიდეს და გასწავლით აქ და ამჟამად ყოფნას სხვებისა და საკუთარი თავის განსჯის გარეშე…

ცვლი ხედვას, ცხოვრებას, იწყებ სხეულის მოსმენას.

ყოველი დღის 10-15 წუთიანი გაკვეთილი, მოიცავს მოკლე საუბარს და მედიტაციას, რაც გეხმარება მედიტაციის პრაქტიკის დაწყებასა და მაინდფულნესის დანერგვაში.

მაინდფულნესის დღიურის საფასური 85 ლ

დარეგისტრირდი https://shorturl.at/hpIN4

jolo.ge-ის და ნენე ლელაშვილის ერთობლივი პროექტი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment