fbpx

“არ არსებობს გამოსავალი სხვაგან და სხვაში, ის მხოლოდ შენშია”

ავტორი ჟოლო
483 ნახვა

ფრაზები წიგნიდან “ტრანსფორმაციის გზა” :

შენ თავად ქმნი და არქმევ სახელს კარგს და ცუდს, კეთილს და ბოროტს. ნებისმიერ პრობლემას, ტკივილს, განსაცდელს უნდა „ყური დაუგდო“ და გაიგო, რას გასწავლის, რისი „ტრანსფორმაციისკენ“ მიგანიშნებს. რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ტკივილი, ის შენთვის ყველაზე დიდი „მასწავლებელია“, მას უნდა მოუსმინო, გაძლიერდე, გამოიღვიძო და გაუყვე გზას – ტრანსფორმაციისკენ.

ნებისმიერ „გამოღვიძებას“ წინ უძღვის წარუმატებლობა და ტკივილი, რომელიც გვაძლევს ძალას და მოტივაციას, განვიცადოთ სულიერი ევოლუცია და ვიაროთ წინ – ტრანსფორმაციისაკენ. როგორც კი რაიმე სახის სევდა დაისადგურებს შენში, გახსოვდე, ეს წინაპირობაა სიმშვიდის, გაიარე მასში და გახსენი ახალი შესაძლებლობების კარი.

გაქცევა არასდროს მოგვიტანს უკეთეს შედეგს, მხოლოდ სიტუაციის გაცნობიერებას, მიმღებლობას, მადლიერებას, უპირობო სიყვარულს და პატიებას შეუძლია ჩვენი „განკურნება“ .

მიეცი უფლება შენს ცხოვრებაში არსებულ მოვლენებს, იყონ ისეთი როგორიც არის, ისწავლე მიმღებლობა და  არ მისცე საშუალება შენს ყოველივე აზრს, რომ გმართოს, იცხოვრე აქ და ახლა და გახდი საკუთარი ცხოვრების შემოქმედი.

ნუ შეიტან ეჭვს შენს ფიქრებში, იყავი თავდაჯერებული და თვითრწმენით სავსე. როგორც კი ეჭვის თვალით დაიწყებ ამა თუ იმ მიზნის და უნარის განვითარებას აჯობებს, დრო არ დაკარგო ამაზე. მიენდე საკუთარ თავს, გამოუცხადე ნდობა და აღმოაჩინე იმ რწმენის ნაპერწკალი, რომელიც ერთი შეხედვით წარმოუდგენელ ოცნებებსაც კი რეალობად აქცევს.

არ არსებობს გამოსავალი სხვაგან და სხვაში, ის მხოლოდ შენშია.

როგორც კი გააცნობიერებ, რომ შენთვის „დიდი განძი“, რომელიც სამყაროსგან მივიღე, არის შენივე რთული გამოცდილება, ამ დროს ცნობიერების მაღალ საფეხურზე დაიწყებ გადასვლას.

არ არის სიხარული, ბედნიერება, წარმატება სხვაგან  და სხვაში, ის მხოლოდ შენს შიგნითაა და ყოველი დღე სწორედ ამ „განძის“ აღმოჩენას უნდა დაუთმო.

ის გზები, რომლებიც ადამიანს მოამზადებს და ამოაცნობინებს საკუთარ თავს, მკაფიოდ განსაზღვრულია და მათი ვექტორის წაშლა გამორიცხულია.

როცა შიში და ნებისმიერი სახის ძლიერი ტკივილი შენი ტრანსფორმაციის „ნედლეულია“, მას ისეთ პროდუქტად აქცევ, როგორიც გინდა.

ერთი რამ ნამდვილად ჩვენს ხელშია – ჩვენი არჩევანი. ბედი ტანჯულის ან ბედი იღბლიანის,  ვიყოთ დატანჯული, თუ ვიყოთ ბედნიერი, ვიცხოვროთ ჯოჯოხეთში, თუ შევქმნათ სამოთხე, ვიყოთ მსხვერპლი, თუ ვიყოთ შემოქმედი.

საკუთარი თავის სიყვარული ნიშნავს, რომ გიყვარდეს და პარალელურად ავითარებდე მას. უნდა მიიღო შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ, უნდა  შეიყვარო, მაგრამ არ უნდა მოდუნდე და გახდე თვითკმაყოფილი. პარადოქსი ასეთია:  მიყვარს ჩემი თავი და ვიღებ ისეთს, როგორიც ვარ, მაგრამ მინდა ვიყო ჩემი თავის უკეთესი ვერსია. ყველაფერი იწყება საკუთარი თავის მიმღებლობით და რწმენით. მხოლოდ შენ შეგწევს უნარი, შეცვალო  ცხოვრება უკეთესობისკენ, საკუთარი თავის ჯანსაღი სიყვარული კი ამ ყველაფრის საწინდარია.

„ტრანსფორმაციის გზის“ შეძენა მკითხველს, შეუძლია საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, მაღაზიათა ქსელ “ბიბლუსში”, “ლიბრაში” და “ლატერნაში”.

ასევე: ონლაინ მაღაზიებში: veli store და ლატერნა;

https://veli.store/ და http://laterna.ge/

ონლაინ ვერსია: lit.ge -ზე https://www.lit.ge/

“ტრანსფორმაციის გზა” – ის ფეისბუქგვერდზე  : https://shorturl.at/gkG23

მსგავსი სტატიები

Leave a Comment