მეცნიერული განმარტებით- ბედნიერება არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება დადებითი ემოციებით, რასაც იწვევს ინტენსიური სიხარულის განცდა.
1. გახსოვდეთ შინაგანი გარეგანს უტოლდება ყოველთვის.
2. მსგავსი კი მუდამ იზიდავს მსგავსს.
3. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ რა ხდება თქვენში, შინაგანად. იმიტომ რომ, ამაზეა დამოკიდებული თქვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
4. თუკი გარშემო ამჩნევთ ისეთ რამეს, რაც გამუდმებით იწვევს თქვენში მძაფრ ემოციებს (არ აქვს მნიშვნელობა ნაგეტიურს/პოზიტიურს) დაფიქრდით, მსგავსი რამ თქვენშიც არსებობს. ამისგან გაკვეთილი უნდა მიიღოთ.
5. თუკი სხვა ადამიანებში კონკრეტული საქციელი (მიდრეკილებები) გაღიზიანებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად თავადაც ფლობთ იგივე მიდრეკილებებს.
6. თუკი გაუცნობიერებლად არიდებთ თავს სიტუაციებს და ადამიანებს, ე.ი. მათ ჩვენ ცხოვრებაში ტკივილის და ტრანსფორმაციის მოტანა შეუძლიათ.
7. არასოდეს გაასამართლოთ საკუთარი თავი ჩადენილი საქციელის გამო. მიიღეთ გაკვეთილი და გააგრძელეთ სვლა წინ.
8. გახსოვდეთ ნებისმიერი სიტუაცია იქმნება ან ვითარდება, თქვენივე ფიქრების, აზრებისა და ემოციების შედეგად!
9. შინაგანი ბლოკატორი (სხვადასხვა რამის შიში) იწვევს ამა თუ იმ მოვლენების გააქტიურებას ჩვენს ცხოვრებაში.
10. თუკი თქვენ ერთი და იმავე სიტუაციაში ბევრჯერ ხვდებით, ერთსა და იმავეს იღებთ ადამიანებისგან, იდენტური წარუმატებლობა გაქვთ რომანებში ე.ი. სამყარო განიშნებთ, რომ არასწორ ნაბიჯებს დგამთ და გზა, რომელიც თქვენია, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის.
11. მიზეზი იმისა, რაც თქვენს თავს ხდება თავად თქვენში იმალება!
12. ნუ შეეცდებით შეცვალოთ სამყარო, გარემო ან ადამიანები. დაიწყეთ საკუთარი თავის შეცვლით და ყველა/ყველაფერი თავად ტრანსფორმირდება უკეთესობისკენ.
13. თუკი გამუდმებით ამტკიცებთ, რომ ძალიან შეიცვალეთ, ე.ი. თქვენ არ შეცვლილხართ საერთოდ. ეს მხოლოდ ნიღაბია.
14. თუკი გამუდმებით ამტკიცებთ და საუბრობთ იმაზე, რომ ამა თუ იმ სფეროში იდეალური სიტუაცია გაქვთ (პირადი, სამსახური) ე.ი. სწორედ ეს წერტილი წარმოადგენს თქვენთვის მტკივნეულ იარას.
15. როცა რაიმეს დეფიციტს განიცდით (ნივთები, სამსახური, სიყვარული) ე.ი. თქვენ საკმარისად კარგად არ გინდათ ეს. საიმისოდ, რომ სურვილი ახდეს, აუცილებელია დეტალების სიზუსტით შეგეძლოთ იმის წარმოდგენა რაც გსურთ. მიაჩვიეთ თავი აზრების კრისტალიზაციას.
16. მუდმივი ფიქრით იმის შესახებ, თუ რა შეგიძლიათ მიიღოთ სხვისგან ან გასცეთ თავად მათთვის, თქვენ კარგად მომხიბვლელობას სხვების თვალში. შედეგათ ყოველთვის მიიღებთ იმაზე ნაკლებს ვიდრე ელით.
17. ნუ ცდილობთ იყოთ ძლიერი. ჭეშმარიტი სულის სიძლიერე სხვებზე ზრუნვით, სიყვარულით და გაგებით იზომება.
18. ნუ მოინდომებთ საყვარელი ადამიანის ფლობას. ამაზე უარის თქმით მისცემთ მას ბიძგს ქმედებისა და აქტიურობისკენ თქვენი მისამართით.
19. იფიქრეთ იმაზე რა გსურთ რომ გქონდეთ ამქვეყნად. ნურასოდეს იფიქრებთ იმაზე რა არ გინდათ რომ გაგაჩნდეთ.
20. გახსოვდეთ, ფული არასოდეს მოდის თქვენთან იმიტომ რომ სიღარიბეში ცხოვრება არ გსიამოვნებთ. ფულს საყვარელი საქმის კეთება იზიდავს თქვენკენ.
21. ნეგატიურ ფიქრებს არ მოაქვს სურვილების ასრულების შანსი. მათ ყოველთვის მოაქვთ ის რეალობა, რომლისაც თქვენ გეშინიათ.
22. იოცნებეთ! ოცნებას შეუძლია რეალურად დაგვანახოს საკუთარი პოტენციალი.
23. თუკი გამუდმებით უმეორებთ საკუთარ თავს მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება გქონდეთ ესა თუ ის ნივთი (ურთიერთობა ადამიანთან), თქვენ არც არასოდეს მოგეცემათ მისი ქონის (ყოლის) შანსი. აჯობებს იმაზე იფიქროთ, თუ რატომ იმსახურებთ ამ კონკრეტული ობიექტის ფლობას. მაშინ იგი რეალურად გახდება თქვენი!