კრის გარდნერი – საოცარი ადამიანი “ბედნიერების ძიებაში”
დაიბადა თუ არა, მამამისი წავიდა ოჯახიდან. მამინაცვალი გამოდგა სატიკი.
სანამ დედა იხდიდა სასჯელს ციხეში, საყვარელი ბიძა, რომელიც ბიჭს ზრდიდა, ტრაგიკული შემთხვევის გამო დაიხრჩო მდინარეში.
როდესაც შეუსრულდა 26 წელი, ის გაანთავისულეს სამსახურიდან, რის შემდეგაც ცოლი ბავშვთან ერთად გაექცა. ის, რჩება სრულიად მარტო დაცარიელებულ ოთახში, უფულოდ, ჩასაცმლის გარეშე, რომელიც ცოლმა ხელს გააყოლა.
რამდენიმე დღეში ხვდება 2 კვირით ციხეში, რადგან დაუგროვდა 1200$ ჯარიმა.
ციხიდან გამოსული, პიდაპირ ციხის ტანსაცმელში ჩაცმული სამაკლერო კომპანიაში იწყებს მუშაობას თვეში 1000$ – ეს თანხა არ მისცემს დიდ ქალაქში გადარჩენის საშუალებას.
მალე გამოჩნდება ცოლი, რომ დაუბრუნოს ბავშვი. ამ დროისათვის, ის ცხოვრობს ბინაში, სადაც ბაშვშის გაჩერება და ცხოვრება შეუძლებელია და ისინი ხდებიან უსახლკარონი, მომდევნო არც თუ ისე ცოტა წლები.
28 წლიდან მუშაობს მაკლერად. აკეთებს დღეში 200 სატელეფონო ზარს, როდესაც ყველა დანარჩენი თანამშრომელბი მხოლოდ 30-ს. საღამოს კი შვილთან ერთად ეძებს ღამის გასათენებელ ადგილს.
მოუწია ებრძოლა შვილის საბავშვო ბაღში მოსახვედრად. საათობით იდგა უსახლკაროებისთვის საჭმლის მისაღებ რიგში.
მამა-შვილი იძინებდა ოფისში, პარკებში, თავშესაფრებში, მაგრამ ყველაზე მეტი დროის გატარება მოუწიათ მეტროს საპირფარეშოში.
33 წლის ასაკში აარსებს საკუთარ სამაკლერო კომპანიას, რომლის სასტარტო კაპიტალს მხოლოდ 1000$ წარმოადგენს.
როდესაც, ის გახდება 47 წლის ხელს აწერს ცხოვრებაში პირველ მილიონიან გარიგებას და მალე მისი კომპანია ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ფიუჩერული კოპანია.
ამ ყველაფრის მერე, მასი და შვილის ცხოვრება რადიკალურად იცვლება და ყველაფრი ლაგდება მათ სასიკეთოდ.
ყველაფერი, რაზეც ახალგაზრდობაში ოცნებობდა ხდება ცხადი.
მან აისრულა ყველა ოცნება!
მან შეძლო ყველაფრი – იყიდა წითელი ფერარი, ბევრი იმოგზაურა და განახორციელა საქველმოქმედო პროექტები, ააშენა უსახლკაროებისთვის საცხოვრებელი სახლები.
გაიცანით, ამ ადამიანის სახელია – კრის გარდნერი.
2006 წელს, მასზე გადაიღეს ბიოგრაფიული ფილმი “ბედნიერების ძიებაში”, სადაც მთავარი როლი შესარულა უილ სმიტმა.
არ დანებდეთ!
სიძნელეების, წინააღმდეგობების, პრობლემების მიუხედავად იარეთ თქვენი ოცნებებისკენ და აუცილებლად მიხვალთ.
წარმატებები!!!
სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით
ქოუჩი და წარმატების ექსპერტი
თამარ კვარაცხელია
წყარო: https://zrda.wordpress.com