fbpx

ბედნიერება (იგავი)

ავტორი ჟოლო
5.9K ნახვა

ერთხელ გზაზე მიდიოდა ბრძენი. ტკბებოდა სამყაროს სილამაზით და სიხარულით ევსებოდა გული. უცებ შეამჩნია ცხოვრების სიმძიმით, ჯავრით, ჯაფით ნატანჯი,  მხრებში მოხრილი კაცი.

რატომ იტანჯავ თავს ასე? ჰკითხა ბრძენმა.

– ამდენს ჩემი შვილების და შვილიშვილების გამო ვწვალობ – უპასუხა კაცმა – ჩემი დიდი ბაბუა ასე წვალობდა ბაბუის ბედნიერებისთვის, ჩემი ბაბუა მამაჩემის ბედნიერებისთვის, მამა კი ჩემი ბედნიერებისთვის. მე ვწვალობ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს შვილებს და შვილიშვილებს არ მოაკლდეთ არაფერი და ისინი გრძნობდნენ თავს ბედნიერად.

იყო კი, ოდესმე შენს ოჯახში ვინმე ბედნიერი? იკითხა ბრძენმა.

– არა, მაგრამ ჩემი შვილები და შვილიშვილები აუცილებლად იქნებიან.

უწიგნური ვერ ასწავლის კითხვას, თხუნელა ვერ გაზრდის არწივს, უთხრა ბრძენმა თავდაპირველად ისწავლე თავად როგორ უნდა იყო ბედნიერი. აი, მერე კი მიხვდები, როგორ გახადო შენი შვილები და შვილიშვილები ბედნიერები.

წყარო: https://zrda.files.wordpress.com

მსგავსი სტატიები

Leave a Comment