ეძებთ ახალ სამსახურს და გასაუბრებაზე დაგიბარეს? ძალიან ნერვიულობთ, რომ ყველაფერი კარგად გამოვიდეს? ალბათ არის რამდენიმე დეტალი, რომლებიც ყველაზე მეტად გაღელვებთ. ჩვენ დაგეხმარებით წარმოაჩინოთ საკუთარი თავი პოზიტიურად გასაუბრების დროს.
როგორ უნდა მოიქცეთ:
შეისწავლეთ სამუშაო – ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას დამსაქმებელზე ახდენს ის, რომ თქვენ იცით რას ითხოვენ თქვენგან. ჩამოთვალეთ მოვალეობები, რომლებიც მიგაჩნიათ, რომ კონკრეტულ ვაკანსიაზე შეიძლება დაგეკისროთ და ჩამოთვალეთ შემთხვევები, როდესაც ამ მოვალეობებს თავი კარგად გაართვით.
მოძებნეთ კომპანია – გასაუბრებაზე წასვლამდე აუცილებლად გაეცანით კომპანიას, გაიგეთ მისი მიზნების შესახებ. დაათვალიერეთ მისი ვებ გვერდი და პროფილები სოციალურ ქსელებში.
გამოიყენეთ კონტაქტები – მოიძიეთ ადამიანი, რომელიც ამ კომპანიასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული და მოიპოვეთ მისგან ინფორმაცია, გამოიჩინეთ ინტერესი და ის საჭიროების შემთხვევაში თქვენ დადებითად დაგახასიათებთ.
მოამზადეთ შეკითხვა – გასაუბრება არ არის მონოლოგი, ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი საუბარი, კომუნიკაცია, ნუ მოგერიდებათ შეკითხვების დასმა. უფრო მეტიც, მოამზადეთ შეკითხვა, თუმცა არა ისეთი, რაზეც სამუშაოს აღწერაში უკვე გაცემულია პასუხი.
გამოიყენეთ სხეულის ენა – გასაუბრებისას კულტურული მანერები ძალიან ძვირად ფასობს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სხეულის ენას, ეცადეთ ის პოზიტიური იყოს, ნუ გააკეთებთ ზედმეტ და უხერხულ მოძრაობებს.
