fbpx

წინ წარმატებისკენ! 10 სამოტივაციო ფრაზა

ავტორი ჟოლო
2.3K ნახვა

1.რაც არ უნდა წარმატებული და ცნობილი გახდეთ არასოდეს, არასოდეს დაივიწყოთ თუ სად დაიბადეთ და საიდან დაიწყო თქვენი გზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საკუთარი თავი არ დაკარგოთ.

2.მარცხი  წარმატების საპირისპირო კი არა, მისი შემადგენელი ნაწილია. არ მისცეთ უფლება სირთულეებს, რომ თქვენს მიზნებზე უარი გათქმევინოთ, უბრალოდ არ გაჩერდეთ, მოძებნეთ ახალი გზები და განაგრძეთ მოქმედება.

3.გონებაში მტკიცედ დამკვიდრებული იდეა იზიდავს მისი ხორცშესხმისთვის საჭირო სიტუაციებს!

4.აზრი ნიშნავს ცხოვრებას, რამეთუ ის, ვინც არ ფიქრობს არ ცხოვრობს ამ სიტყვის სრული და უმაღლესი გაგებით. ადამიანს აზროვნება ქმნის!

5.ადამიანი სულია, რომელიც სხეულშია! და არა პირიქით.

6.თუ თქვენ ნათლად წარმოიდგენთ თქვენთვის საგანს ან მიზანს, მათი კრისტალიზაცია ხელშესახებ და ხილულ ფორმაში დროის საკითხია. ხედვა ყოველთვის წინ უსწრებს განხორციელებას!

7.ჩვენ ვერ გამოვავლენთ ისეთ ძალებს, რომლებსაც არ ვფლობთ. ძალის ფლობის ერთადერთი ხერხი ამ ძალის გაცნობიერებაა და მის გაცნობიერებას შევძლებთ მაშინ, როდესაც გავიგებთ რომ მთელი ძალა ჩვენს შიგნითაა!

8.ემოცია ხიდია აწმყოსა და მომავალს შორის. სწორედ ჩვენი ემოციები წამის ყოველ მონაკვეთში ან კლავენ ჩვენს მომავალს, ან პირიქით, ქმნიან და ანვითარებენ მას!

9.შენი წარუმატებლობის ისტორია ეს არის გზა წარმატებისკენ!

10.იმის გაცნობიერება, რომ რაღაცაში უგნური ხარ, ნიშნავს ცოდნისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯს!

მარიამ შარიქაძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment