fbpx

სანამ არ გავიღვიძებთ …

ავტორი ჟოლო
2K ნახვა

დააკვირდით საკუთარ თავს, ნახეთ რა გამოიარეთ გუშინ, რას გაივლით დღეს.

ეჭვები, ფორიაქი, შიშები, შესაძლოა შეერიოს სიამოვნების გრძნობაც. ცოტა სიხარული აქა-იქ, ცოტა ბედნიერებაც.

თქვენ იცით, რომ ჩვეულებრივ, ადამიანი ბედნიერია, როდესაც ყველაფერი ისე ხდება, როგორც მას სურს. როდესაც სამყარო ტრიალებს ისე, როგორც მას უნდა.

მაშინ რატომ არ გრძელდება ხოლმე ეს მდგომარეობა დიდხანს?

სულ მალე, რაღაც ჩნდება და ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც სურს ან სურდა.

 ადამიანი ნაწყენია, დაბნეული, იმედგაცრუებული.

ყველაფერი ხილული არის ჭეშმარიტების შესაცნობი – გამოფხიზლებისთვის! ფიზიკურზე მეტი რომ ხარ ამის გააზრებისთვის!!!!!  სულიერი ზრდისთვის!!!!

გამოფხიზლებას არაფერი აქვს საერთო ქვეყნიერებასთან. ქვეყნიერებაზე არსებული, მხოლოდ და მხოლოდ, საშუალებებია (რამდენადაც მტკივნეულად, აბსურდულად და შეუძლებლად არ უნდა ჟღერდეს) „სათამაშოებია“ განვითრებისთვის. აი, ისე როგორც შვილისთვის არჩევთ და ყიდულობთ უკეთეს და უკეთეს, სხვადასხვა სირთულისას… კიდევ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ აქვს მნიშვნელობა რას განიცდით. რაც არ უნდა განიცადო, რა  გამოცდილებაც არ უნდა მიიღოთ:

მტკივნეული თუ ჯანმრთელი,

სიმდიდრე თუ სიღარიბე,

ბედნიერი თუ დარდიანი,

შექება თუ ლანძღვა….

რაც არ უნდა იყოს, არავითარი კავშირი არ აქვს სიფხიზლებასთან.

გამოსავალი?

პირადი არჩევანი და რეაქცია ან მიგაახლოებთ ან დაგაშორებთ ჭეშმარიტებას.

თქვენ იდენტური, ბალანსირებული დამოკიდებულება უნდა გქონდეთ (გამოიმუშაოთ, ისწავლოთ) ორივესთან.

სხვანაიარად მუდმივად და არა ერთი გარდმოსახვით იქნებით საქანელზე – აიწონა-დაიწონა. დუალური ენერგიების უმართავ ტალღებზე.

სანამ არ გავიღვიძებთ…

სიყვარულით და მადლიერებით

თამარ კვარაცხელია

‼️#ზრდისფაქტორი მომდევნო სეზონი იწყება 👇👇👇

რეგისტრაცია ➡️www.kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

მსგავსი სტატიები

Leave a Comment