NIG – ნევრო იმაგინატორული გეშტალტი
( NLP, Art – თერაპია, სისტემური განლაგება )
ბევრისთვის უკვე კარგად ცნობილი მოქშა ფეიქარი, ბერტ ჰელინგერის ქართველი მოსწავლე, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემის დალაგება შეძლო, კიდევ ერთ საინტერესო ფსიქოთერაპიულ მეთოდს გვთავაზობს. ეს გახლავთ NIG (ნევრო იმაგინატორული გეშტალტი), რომელიც ერთდროულად შეიცავს NLP, Art – თერაპიას და სისტემურ განლაგებას.
მოქშა ფეიქარი: ნეირო-წარმოსახვითი გეშტალტ თერაპია (NIG) 1990-იან წლებში ევა მადელუნგმა შეიმუშავა, შემდგომში კი ბარბარა ინეკენმა განავითარა. ამ მეთოდმა წარმატებით დაიმკვიდრა თავი თერაპევტების, კონსულტანტების, ქოუჩების, ტრენერების, პედაგოგების, მენეჯერების და სხვა ფსიქოსოციალური მუშაკების ,,ინსტრუმენტთა ყუთში”.
NIG შეიცავს ჰეიდელბერგის ოჯახური თერაპიის ელემენტებს, ჰიპნოთერაპიას, სხეულის თერაპიას, დე შაზერის მოკლე თერაპიას, NLP-ის და სისტემური განლაგებების მეთოდს. არტ-თერაპიული ელემენტების სისტემურ მიდგომაში ინტეგრაცია ასევე ხელს უწყობს ,,არახელოვან’’ ადამიანებს, შემოქმედებითი გზით დაუკავშირდნენ საკუთარ რესურსებს.
NIG-ში კლიენტები თავიანთი შეშფოთების მიზეზს არადომინანტური ხელით სპონტანურად შექმნილ სკეტჩებად წარმოაჩენენ, რომლებსაც ნიადაგის ღუზებად იყენებენ. ნახატზე დადგომით ესკიზები მთელი სხეულით განიცდება, ეს ხდება ყველა გრძნობით და განცდით. რის შედეგადაც ჩნდება ახალი, მოულოდნელი პერსპექტივები.
ეს პრაქტიკა შესაძლებელს ხდის საკუთარი განლაგების, ასე ვთქვათ, გარე პერსპექტივიდან დანახვას და მის გაანალიზებას. გამორიცხული არ არის, ამ დროს კლიენტისთვისაც და თერაპევტისთვისაც მოულოდნელ გაცნობიერებამდე მისვლა.
NIG® არის სისტემური განლაგების შემოქმედებითი მეთოდი, რომელიც კარგად არის აპრობირებული და ამავდროულად ყოველთვის ახალ და საოცარ შედეგებს იძლევა როგორც ინდივიდუალურ გარემოში, ასევე ჯგუფებთან მუშაობისას. როგორც სისტემური ინსტრუმენტის მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ისე სხვა მეთოდებთან სინთეზში.
დოქტორი ევა მადელუნგი NIG-ის შესახებ:
ეს მეთოდი აერთიანებს რობერტ დილტსის მიგნებას ნიადაგის ღუზებთან დაკავშირებით, ის არა მხოლოდ ლინგვისტურად აღწერს თერაპიასთან დაკავშირებულ ცნებებს, როგორებიცაა მიზნის კონცეფცია, ან აწმყოს კონცეფცია და გადასაჭრელი საკითხი, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე NLP პრაქტიკაში, არამედ დამატებით განსაზღვრავს მათ ადგილებს A4 ფურცლის გამოყენებით. ამ გზით კლიენტს შეუძლია თავის იდეებს შორის ფიზიკურად გადაადგილება წინ და უკან. ამრიგად, ქოუჩინგის პროცესში ერთვება „სხეული, როგორც ინტუიციის წყარო“.
ჩემს პრაქტიკაში, ცარიელი ფურცლების ნაცვლად, სწრაფადვე დავიწყე სიმბოლოებად ქვების, მარცვლების და ფერადი თექის გამოყენება. დავამატე A4 ფურცლებზე დახატული ესკიზები. ამან კონკრეტულ სიტუაციასთან მიმართებით, იმდენად კარგი შედეგი გამოიღო, რომ გადავწყვიტე ინდივიდუალურ პრაქტიკაში ნიადაგის ღუზების საკუთარი დიზაინი შემომეტანა. სასარგებლო აღმოჩნდა საკუთარი დიზაინით შექმნილი ფურცლების, ან სხვადასხვა ფერის თექის ნაჭრების გამოყენება.
უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია იმით, რომ კონკრეტულ „სურათში ყოფნა“ და სურათებს შორის მოძრაობა უფრო ავთენტური უკუკავშირის შესაძლებლობას იძლევა ზუსტი სხეულებრივი აღქმის მეშვეობით. ამ გამოცდილებიდან, 90-იანი წლების დასაწყისში, განვავითარე ,,ნეირო-წარმოსახვითი გეშტალტ თერაპია”. სახელწოდება შეიცავს მინიშნებას იმაზე, რომ ეს მეთოდი ,,ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების” სახეცვლილებაა. სიტყვა: „ნეირო“ მიუთითებს იმაზე, რომ შინაგან გამოსახულებებთან ურთიერთობის ეს გზა, ისევე როგორც NLP-ში, ეფუძნება ნეირო-ფსიქოლოგიურად განპირობებულ ეფექტებს.
„ლინგვისტურის “ „წარმოსახვითით“ ჩანაცვლება გამოწვეული იყო იმით, რომ ყურადღება ენაზე, როგორც გამოხატვის საშუალებაზე, რომელიც მთავარ როლს თამაშობს NLP-ში, აქ ჩანაცვლებულია შემოქმედებითი გამოხატვით. NLP-ში იდეები აღიწერება ლინგვისტურად, NIG-ში ლინგვისტურ აღწერას ემატება ფერწერულიც. თუმცა, ორივე მიდგომას აერთიანებს ყურადღების გამახვილება სხეულის არაცნობიერ სიგნალებზე. NIG-ში ყურადღება ასევე მიმართულია არაცნობიერი ფორმატიული წარმოდგენის სიგნალებისკენაც.
ტერმინი „პროგრამირების“ „გეშტალტით“/,,ფორმირებით’’ ჩანაცვლება ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან პროგრამირების მეტაფორა არასოდეს იყო ჩემთვის კომფორტული, ის მხოლოდ ჭეშმარიტების ნახევარს ასახავს. ის გულისხმობს, რომ ადამიანის ტვინი მთლიანად გარედანაა ,,განპირობებული” და რომ თერაპევტს შეუძლია კლიენტის “ჯანმრთელობაზე დაპროგრამება” მისი ჩართულობის გარეშე.
მოქშა ფეიქარის ონლაინ ტრენინგი – NIG და ტეტრალემა
ჩანაწერის ღირებულება 45 ლ
დარეგისტრირდი https://shorturl.at/yzJQY
ამ ონლაინ ტრეინინგზე წარმოდგენილია კონცეპტუალური განლაგების 2 მეთოდი.
მატიას ვარგა ფონ კიბოდის ძველი ინდურ ტეტრალემას კონცეფციაზე დაფუძნებული და მეორე ევა მადელუნგის NIG (ნეურო იმაგინატორული გეშტალტი) რომელიც ნლპ-ს და არტ თერაპიის სინთეზია.
ეს მეთოდები ძირითადად ემსახურება როგორც ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების ფართო კონტექსტში დანახვას და აღქმას, ასევე დაფარული შიდა რესურსების მონახვას და მათ მანიფესტაციას.
მსურვლებს გელით ძალიან საინტერესო შინაგანი მოგზაურობა, ცოტა თეორიით და ბევრი პრაქტიკით 😊🌷🌟