fbpx

მკურნალი მედიტაცია – სხეულთან და გონებასთან საუბრის დავიწყებული ენა

ავტორი ჟოლო
323 ნახვა
0 კომენტარი
1

ცხოვრების ამ ეტაპზე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენთვის?

🔸 სტრესული და მტკივნეული მოგონებებისგან განკურნება?
🔸ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება?
🔸დამოკიდებულებებისგან (კვებითი დისბალანსი, მოწევა, ალკოჰოლი და ა.შ.) გათავისუფლება?
🔸უძილობა/ინსომნია?
🔸 სხვა ნებისმიერი საკითხის მოგვარება, რომელიც შენს ყურადღებას, გამთლიანებას და დაბალანსებას ითხოვს?

ამ ყველაფრის საუკეთესო მკურნალი სხეულთან და გონებასთან საუბრის დავიწყებული ენის გახსენებაა. რადგან „სხეული არის ყველაზე რთული მექანიზმი, რომელიც არსებობს – ის უბრალოდ საოცარია და ნეტარ არიან ისინი, ვინც ეს იცის“ /ოშო/.

ჩვენ გთავაზობთ სამკურნალო გიდირებულ მედიტაციას, რომელიც სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ დაუახლოვდეთ საკუთარ სხეულს და გააცნობიეროთ მისი გზავნილები.
ეს არის გიდირებული პროცესი. ბოლო მედიტაცია, რომელიც ოშომ სხეულიდან გასვლამდე დატოვა და მისივე მეთვალყურეობით ამ მედიტაციის შექმნა მიანდო მადიტა დისკჰუტს (გერმანელ ჰიპნოთერაპევტს). მადიტა ოშოს მოწაფე იყო და 25 წელი ცხოვრობდა მის აშრამში, პუნაში.

მადიტა დღეს საქართველოშია და ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, ეს პროცესი საკუთარ თავზე გამოვცადოთ, თავად მისი შემქმნელის გიდირებით. 🙏

ოშომ მედიტაციის შექმნის მიზეზად დაასახელა ადამიანებისთვის იმ გზის სწავლება, რომელიც მათ საკუთარ სხეულთან დამეგობრებაში დაეხმარებოდა. მადიტასთან საუბარში აღნიშნა, რომ თანამედროვე ადამიანს დაკარგული აქვს კონტაქტი საკუთარ სხეულთან, რადგან ჩვენ ძალიან გაიგივებულები ვართ მენტალურ პროცესებთან. ძირითადად სხეულს მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ავად ვხდებით. სხვა შემთხვევაში სრულიად ვივიწყებთ როგორ მოვუსმინოთ მის შეტყობინებებს.

ჩვენი სხეული არის ენერგია, ჩვენი გონება არის ენერგია და ჩვენი ცნობიერება არის ენერგია. თუ ეს სამივე ენერგია ჰარმონიულად ფუნქციონირებს, ჩვენ ჯანმრთელები და მთლიანები ვართ. მაგრამ ჩვენ ცხოვრებას მივიჩნევთ როგორც ბრძოლას და ჩვენს ეგოს უყვარს კონტროლი. ჩარევა ისეთ საკითხებში, რაც მის გარეშეც კარგად მუშაობს.

ეს მედიტაცია განსაკუთრებით სასარგებლოა ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევაში, თუმცა არაჩვეულებრივი ეფექტი აქვს მაშინაც, როცა თავს ჯანმრთელად გრძნობთ.

მედიტაციის დროს მსუბუქი ტრანსისა და ყურადღების კომბინირებით:

🔹 აღმოაჩენ შენი გონებისა და სხეულის თვითგანკურნების და შემოქმედებით უნარებს.
🔹 ისწავლი როგორ გამოიყენო ეს უნარები სხვადასხვა პრობლემების აღმოსაფხვრელად.
🔹ყურადღების თვითგანკურნების პროცესზე მიმართვით შეძლებ სხეულის მოსმენას.

მედიტაცია ტარდება 7 დღის განმავლობაში, დღეში ერთი საათი.

13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით, 19:30-დან 20:30–მდე.

დარბაზის კარები დაიკეტება 19:20 წუთზე. ამიტომ მობრძანდით 15 წუთით ადრე. დაგვიანებულები მედიტაციაზე არ დაიშვებიან.

თან იქონიეთ იოგა მატრასი ან კომფორტული დასაფენი.

მედიტაცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ღონისძიების ორგანიზატორია ლილა

ლოკაცია: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ / GAU Georgian American University

მედიტაციის კურსზე დასწრების ღირებულებაა 100$. შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ შესაბამისი კურსით ლარში ანგარიშზე: GE20TB7126645064300043 მიმღები: ნინო შავდია.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/Jz39vty4JckfMTnN9

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი

ankara escort