დღეს 19:00 და ყოველდღე სანამ არ დასრულდება ომი უკრაინაში, ზუსტად 19:00 მე ჩემს 5 წუთ სიმშვიდსას დავუთმობ უკრაინას. 🇺🇦
ვისაც გაქვთ სურვილი შემოუერთდით.
არაფერი არ არის საჭირო. უბრალოდ თქვენ თქვენთვის, სადაც იქნებით, 19:00-19:05
— ვინც ლოცულობთ 5 წუთი ილოცეთ გულით, უდაბნოს სიჩუმეში.
— ვინც მედიტირებთ იმედიტირეთ.
— ვინც ჰოლოტროპულობთ, ისუნთქეთ.
— ვინც მანიფესტირებს იმანიფესტირეთ.
— ვინც მეცნიერობთ, მშვიდად იფიქრეთ.
— ვინც სკეპტიკური ხართ, სკეპტიციზმი გადადეთ გვერდით.
— ვინც პრაგმატული ხართ, გათვლებით დაკავდით.
— თუ არცერთში არ ვარდები, მოიფიქრე რამე და 5 წუთით რამეში ჩავარდი.
სულ 5 წუთით, შევქმნათ ველი უკრაინას უსაფრთხოებისათვის და რუსეთის მოქალაქეების გონზე მოსასვლელად. 🇺🇦 🇺🇦 🇺🇦 ან ვისაც რა კეთილი ზრახვაც გინდათ ის ჩადეთ ამ 5 წუთში.
P.S. ნუ ეტყვით თქვენს თავს რომ არ შეგიძლიათ, ან რომ აზრი არ აქვს. სცადეთ.
წყარო: ლევან ბახია
