მე მსგავსი სოლიდარობა არ მინახავს! ყველას საკეთებელს ქართველი ხალხი აკეთებს, ჩვეულებრივი ხალხი! ამჟამად ფარმადეპოს და ჯპს-ს აფთიაქები ჩაერთნენ და 100 ლარიან ვაუჩერს ჩუქნიან საქართველოში მყოფ უკრაინელებს.
ჯგუფი Spend 4 Seasons in Georgia სასწაულებს აკეთებს.
შეიქმნა სხვადასხვა ფბ ჯგუფი, სადაც დახმარებას სთავაზობენ უკრაინელებს.
სრულიად საქართველო დაირაზმა და მათ უსასყიდლოდ უთმობენ განუსაზღვრელი დროით საცხოვრებელს თავიანთ ჭერქვეშ თუ საკუთარ ბინაში, სადაც ახლა არ ცხოვრობენ.
ორგანიზებას უწევენ მათ ტრანსპორტირებას ბინამდე, ამარაგებენ საკვებით, ტანსაცმლით, უქმნიან სამუშაო პირობებს, უკეთებენ კერძებს საკუთარი ხელით.
ტურიზმის დეპარტამენტმა აამუშავა ცხელი ხაზი და ყველა ადამიანს შეუძლია საჭირო ინფორმაცია მიიღოს და ითხოვის დახმარება.
საკვები ობიექტები უფასოდ იძლევიან საკვებს, ოჯახური თუ სხვა ტიპის სასტუმროები უსასყიდლოდ იფარებენ ქვეყანაში ჩარჩენილ უკრაინელებს, ზოგიერთმა მაღაზიამ ბავშვებს სათამაშოები დაურიგა.
მიტანის სერვისის კურიერები თუ სხვა მანქანიანი ადამიანები მანქანით ემსახურებიან, გადაჰყავთ ბინებამდე, მიაქვთ საკვები, სთავაზობენ თანხას და ა.შ. სისხლის დონაციისთვის უამრავი ქართველია მზად. ვისაც რა შეუძლია გულით აკეთებს… მე მსგავსი ერთსულოვნება მხოლოდ 9 აპრილის პერიოდში მაქვს ნანახი…
ჩვენ რომ 2008 წლის აგვისტოში ვიყავით, ისეა ახლა უკრაინა. როგორ მესმის მათი. იმ პერიოდის გახსენებაც არ მინდა.
უფალს ვთხოვ, მშვიდობა მოგვცეს ჩვენ, ორივე ქვეყანას და სრულიად მსოფლიოს! 🇬🇪🇺🇦
წყარო: facebook