„ბებია მეუბნებოდა, ბედობას კარგი ამბები გაიხსენეო და აჰა, დავწერ ჩემ წიგნებზე: #გურულიდღიურები (ორივე წიგნი ჯამურად) ბოლო ათწლეულის საავტორო ქართულ წიგნებში ყველაზე მეტად იყიდება. დღეში 20-30.
ჩემი ჰონორარი ან ლეიკემიის ფონდში მიდის ან კონკრეტულ აქციებს ხმარდება.
#თომასზღაპრები ბოლო ორი კვირის ბესტსელერია. ის მალე თურქულად, გერმანულად და ფრანგულად ითარგმნება. გურული დღიურები გამოვიდა აზერბაიჯანში და გამოვა იტალიაში, უკრაინაში, თურქეთში, ბელორუსში. #ორითავგადასავალი კი ინგლისურად ითარგმნება.
პოეზია დამეჩაგრა და მივხედავ. წარმატებულ წელს გისურვებთ.
ბიბლიოთეკის ამბები არ დავწერე, ძალიან ბევრია. ცოტას გეტყვით. ამ წელს ჩვენ გავხსნით: წიგნის მუზეუმს, ანბანის მუზეუმს, ვაჟას დარბაზს, ბარბარე ჯორჯაძის დარბაზს, ნოდარ დუმბაძის ბაღს და დიდ ევროპულ სამკითხველო დარბაზს.“
გიორგიკეკელიძე