fbpx

უკრაინის ბრძოლა არ არის ბრძოლა მხოლოდ საკუთარი სამშობლოსთვის

ავტორი ჟოლო
69 ნახვა

🇺🇦 რა მოხდა ამ ბოლო 2 დღეში:

1️⃣ მსოფლიომ გატესტა უკრაინის მდგრადობა, ასევე სანამ არ დარწმუნდა მის ბრძოლისუნარიანობაში, ჟინში და იმაში რომ დანებებას არ აპირებს მანამდე საკუთარი თავი რისკის ქვეშ არ დააყენა

2️⃣ ზელინსკიმ აწარმოა უსწორესი სტრატეგიული კომუნიკაცია, აჩვენა არნახული მდგრადობა და სიმამაცე, არ დააგვიანა მსოფლიო ქმედებების შეფასება მსოფლიო პასიურობაზე, იქცა თავდადებულ გმირად, რამაც მისი მარცხი და თუნდაც მისი ლიკვიდაცია მსოფლიოსთვის აქცია საფრთხედ❗️

რომ ისინი (დარჩენილი მსოფლიო) გამოჩდნენ უმოქმედო, უფუნქციო პოლიტიკურ გვამებად, და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მათი კავშირების ქმედუნარიანობა და გავლენები❗️

‼️უკრაინამ მოიგო საინფორმაციო ომი❗️

3️⃣ ამის შემდეგ გამოცოცხლდა მსოფლიო, დაინახა რეალური შანსი რომ შეიძლება ეს იყოს ზუსტად ის სწორი დრო რომ ყველაზე ძლიერი დარტყმა მიაყენოს რუსეთს და რეალურად მნიშვნელოვნად შეასუსტოს მისი პოზიციები. თუმცა ამისთვის გარკვეული ფასის გადახდა მოუწევთ.

4️⃣ ჩვენმა მათავრობამ მოახდინა ოფიცილური დეკლარირება პრორუსული კურსის, და ამ განცხადებით მან თავი ფაქტობრივად კადიროვის გვერდით დაიყენა და მის თანამოაზრეთა გუნდში გაერთიანდა, იმ ფონზე როცა ჩინეთიც კი უერთდება სანქციების ნაწილს ❌ ფსკერი

5️⃣ უკრაინის ბრძოლა არ არის ბრძოლა მხოლოდ საკუთარი სამშობლოსთვის, ის იბრძვის მთელი თავისუფალი სამყაროსთვის 🇺🇦 ეს არის უდიდესი და გარდამტეხი მომენტი კაცობრიობის ისტორიაში და მე მჯერა ის გამარჯვებით დასრულდება ✊🙌

ანა ივანიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment