ერთხელ, ერთმა ბრძენმა მოწაფეების თვალწინ მინის ჭურჭელში დიდი ქვები ჩაალაგა. ეს რომ გააკეთა, მოწაფეებს ჰკითხა, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. ყველამ დაუდასტურა, რომ სავსე იყო…
მაშინ ბრძენმა ჭურჭელში წვრილ-წვრილი ქვები ჩაყარა და მსუბუქად შეანჯღრია. წვლრილმა ქვებმა დიდ ქვებს შორის დარჩენილი სივრცე შეავსო. ბრძენმა ისევ ჰკითხა მოწაფეებს, სავსეა თუ არა ჭურჭელიო. მათ კვლავ დაუდასტურეს, რომ სავსე იყო. ამის შემდეგ ბრძენმა ჭურჭელში ქვიშა ჩაყარა. ქვიშამ, რა თქმა უნდა, დარჩენილი სივრცეც შეავსო.
– ახლა კი, – მიმართა ბრძენმა მოწაფეებს, – მინდა, რომ ამ ჭურჭელში მთელი ჩვენი ცხოვრება ამოიცნოთ!
მოზრდილი ქვები ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებია: ოჯახი, საყვარელი ადამიანი, ჯანმრთელობა, ბავშვები… – ანუ ის, რაც, სხვა რომ არაფერი არ იყოს, ჩვენს ცხოვრებას მაინც სავსეს გახდის.
წვრილი ქვები ნაკლებად მნიშვნელოვან რამეებს განასახიერებს: სამსახურს, ბინას, სახლს ან მანქანას, ქვიშა კი _ ცხოვრებისეულ წვრილმანებს – ყოველდღიურ საზრუნავს.
ჭურჭელი რომ თავიდანვე ქვიშით ავავსოთ, დიდი ქვებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ასეა ცხოვრებაშიც: თუ მთელს ენერგიას უმნიშვნელო რამეებს მოახმართ, მნიშვნელოვანისთვის ძალა არ დაგრჩებათ. ამიტომ ყურადღება პირველ რიგში მნიშვნელოვან ამბებზე იზრუნეთ, დიდი დრო დაუთმეთ შვილებს და საყვარელ ადამიანებს და ჯანმრთელობასაც მიხედეთ. ამის შემდეგ სამსახურის, სახლისა და სხვა საქმეებისთვისაც საკმარისი დრო დაგრჩებათ.
დიდ ქვებზე იზრუნეთ, რადგან მხოლოდ მათ აქვთ ფასი, დანარჩენი ყველაფერი ქვიშა და მტვერია.
წყარო: http://absolutelyfreelevan.blogspot.com/
Francis Prymerski