გამოცდილებამ საბოლოოდ დამარწმუნა, რომ არავის ვენდო, ყველას მეგობარი არ ვუწოდო, სხვის მოსაწონად ნაბიჯი არ გადავდგა, სათქმელი გულწრფელად ვისაუბრო, ჭორებს არ დავუჯერო, გარემოს შეცვლა საკუთარი თავის შეცვლით დავიწყო, არავისზე წარმოდგენები არ შევიქმნა… ყველა ისეთი მივიღო, ან არ მივიღო, როგორებიც არიან…
არავისზე გავბრაზდე, საკუთარი თავის გარდა…
პეტრე კოლხი.
“ადამიანს ოთხი მტერი ჰყავს: ესენია შიში, სიცხადე, ძალა და სიბერე. შიში, სიცხადე და ძალა შეიძლება დაამარცხო, მაგრამ არა სიბერე. ეს ყველაზე დაუნდობელი მტერია, რომლის დამარცხება შეუძლებელია – შესაძლებელი არის მხოლოდ საკუთარი მარცხის დროში გაწელვა.”
კარლოს კასტანედა
“სიყვარულთან ერთად, თუ სიყვარულის გარდა ამ ქვეყანაზე არსებობს ბედისწერა, რომელიც ყველაფერს თუ არა, თითქმის ყველაფერს განაგებს ადამიანის ამქვეყნურ შარაგზაზე, ზოგისთვის რომ მართლა შარაგზა არის და ზოგისთვის კი, მიხვეულ – მოხვეული, ეკლიანი ბილიკი. სიყვარული კი ისეთი ღვთიური გრძნობაა, გინდა შარაგზაზე იდგე და გინდა მიხვეულ – მოხვეულ, ეკლიან ბილიკზე, ამ გრძნობას უიღბლოს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ის სიყვარულია!” გოდერძი ჩოხელი