fbpx

სად გინდათ იყოთ ხუთი წლის შემდეგ და ვინ გინდათ იყოთ ხუთი წლის შემდეგ?

ავტორი ჟოლო
50 ნახვა

წარმოიდგინეთ, რომ ხუთი წლის შემდეგ შევხვდით ერთმანეთს.

თქვენ მეუბნებით, „იცით, მე ხუთი წლის უკან ფეისბუქში თქვენს გვერდს ვკითხულობდი, საინტერესო პოსტები გქონდათ“.

„მართლა?“ ვამბობ მე დაბნეული (ასეთი ვარ ცხოვრებაში). მერე ვამატებ: ამ ხუთი წლის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

გაითვალისწინეთ. ჩვენი საუბრისას 2023 წლის 6 თებერვალია.

დიახ, 2023 წლის 6 თებერვალი.

დაჯექით და დაწერეთ:

1.2023 წლის 6 თებერვალი.

2.სად ცხოვრობთ? როგორი სახლი გაქვთ? რას აკეთებთ? რას საქმიანობთ? როგორ ხალხთან გაქვთ ურთიერთობა? რამდენია თქვენი ყოველთვიური ფინანსური შემოსავალი? თქვენი ოჯახური ცხოვრება? თქვენი ჯანმრთელობა? თქვენი ჰობი? თქვენი გართობა? და ა. შ.

აღწერეთ 2023 წლის 6 თებერვალს თქვენი ცხოვრება.

სად გინდათ იყოთ ხუთი წლის შემდეგ და ვინ გინდათ იყოთ ხუთი წლის შემდეგ.

P.S. ჰე, მიდით ახლა. ერთი ქართული ფილმის არ იყოს, „გენაცვალოთ ვახტანგა, ყველაფერს ნუ მათქმევინებთ რა“.

ავტორი: რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment