fbpx

7 რჩევა…

ავტორი ჟოლო
501 ნახვა

თუ ხშირად გამოუძინებელი ხართ: ცუდია, თუ დღე-ღამის განმავლობაში 7 საათზე ნაკლები გძინავთ. ცნობისთვის, ყველაზე დიდხანს ის ადამიანები ცოცხლობენ, ვისაც დღე-ღამეში 9 საათზე მეტხანს სძინავთ. თუმცა, ბოლოდროინდელი გამოკვლევების მიხედვით, ნორმად 8-9 საათიანი ძილი მიიჩნევა.

თუ ხშირად იცინით: რამდენიმე წუთიანი გულიანი სიცილი ორგანიზმში ენდორფინებს გამოიმუშავებს, რაც იმუნურ სისტემას აძლიერებს.

თუ კბილებს კარგად უვლით: კბილებთან დაკავშირებული პრობლემები იმუნურ სისტემას აქვეითებს და სისხლძარღვებს ავიწროებს. ამიტომ ყურადღებით მოეკიდეთ ამ პრობლემას და დროულად მიაკითხეთ სტომატოლოგს.

თუ ოჯახური პრობლემები გაქვთ: გაუთავებელი კამათი და უთანხმოება ოჯახში, აშკარა კვალს არა მარტო ჩვენს გარეგნულ მხარეზე ტოვებს. ოჯახის დანგრევა კი -ერთ წელს უდრის.

თუ ქმარი ასაკით თქვენზე ბევრად უფროსია: ჩვენი ბიოლოგიური საათი ჩვენი ახლობელი და საყვარელი ადამიანების მიხედვით მოქმედებს. 10 წლის სხვაობის შემთხვევაში, იგი დიდ როლს არ თამაშობს, მაგრამ თუ მეუღლე თქვენზე 15 წლით ან მეტით არის უფროსი, შეგიძლიათ წელიწად-ნახევარი “მიიმატოთ”.

თუ ძაღლი გყავთ: შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები, დადებითი ემოციების და სოციალური ურთიერთობების ნაკლებობის კომპენსაციას ახდენენ. ამასთან, სუფთა ჰაერზე მათთან ერთად სეირნობა ნერვულ სისტემაზე შესანიშნავად მოქმედებს.

თუ შვებულების გარეშე მუშაობთ: წელიწადში მინიმუმ 2 კვირა (იდეალურია 3-4 კვირა) თქვენ უნდა გეკუთვნოდეთ- ამ პერიოდში, სასურველია, მკვეთრად შეცვალოთ გარემო.

დაბოლოს: პირღიმილიანი, თვალჟუჟუნა, მრავალფეროვანი და სულით მდიდარი ქალი  თუ მამაკაცი მუდამ სასურველია…

მსგავსი სტატიები

Leave a Comment