fbpx

„გიყვერდეს ყველა და ყველაფერი, გახსოვდეს სიკვდილი“

ავტორი ჟოლო
215 ნახვა

ადამიანმა დედამიწა თავისი ინტერესისთვის და კეთილდღეობისთვის გამოიყენა. ის ვერ ხვდება, რომ ეს დროებითია. დედამიწა იხუტებს მის სხეულს და ჭამს.
გიყვერდეს ყველა და ყველაფერი, გახსოვდეს სიკვდილი.
ადამიანის ნაწილი კვდება და მთავრდება სიცოცხლესთან ერთად. ნაწილი გარდაიცვლება და სხვა განზომილებაში გადადის.
ვინც შეიგრძნო სულის მარადიულობა, მას არ შეუძლია ბოროტი იყოს. მას არ შეუძლია სიმდიდრე მოიხვეჭოს, არ შეუძლია ამაყი და ამპარტავანი იყოს.
დიდებისა და გამარჯვების, სიღატაკისა და დამარცხების შემდეგ ხელგაშლილი გველის დედამიწა.
გამარჯვებულს, მდიდარს და წარმატებულს, უჭირს ამ ქვეყნის დატოვება. ღარიბს და წარუმატებელს, მხოლოდ საყვარელ ადამიანებთან განშორება სტკივათ.
სიცოცხლე ტკბილია, რაც უნდა მწარე იყოს.
დიდხანს იცოცხლე, კეთილო, მომტევებელო და მოსიყვარულე ადამიანო.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment