არის ასეთი იგავი ორი ბავშვობის მეგობრის შესახებ. ისინი დაიზარდნენ. ერთი მეფე გახდა, მეორე – მათხოვარი.
მრავალი წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
მეფემ გადაწყვიტა მეგობარს დახმარებოდა. გაგზავნა თავის საგანძურში და უთხრა: ორ საათს გაძლევ, რამდენიც გინდა იმდენი აიღე. გაეხარდა მათხოვარს. შევიდა საგანძურში და ხუთ წუთში ოქროთი სავსე კათხით უკან გამობრუნდა. მაგრამ მცველმა, რომელიც გასასვლელში იდგა, კათხა გადაუბრუნა და ოქრო მიწაზე გადმოუბნია.
ატირდა მათხოვარი, მაგრამ რას იზამდა, დრო ჰქონდა და ისევ საგანძურში შებრუნდა. აავსო კათხა, გამოვიდა – მცველმა ისევ მიწაზე გადმოუყარა ოქრო.
ასე მიდიოდა და მოდიოდა მათხოვარი ორი საათის განმავლობაში, მაგრამ მცველმა ყველა კათხა გადმოუტრიალა.
როდესაც დრო ამოეწურა მაშინ კი მუხლებზე დაეცა მათხოვარი და შეევედრა ეს ბოლო კათხა მაინც დაეტოვებინა მისთვის.მცველმა კი უთხრა: “არა მარტო ეს კათხაა შენი, ასევე შენია ყველა ფულიც, რაც მანამდე მიწაზე დაგიბნიე. უბრალოდ, მე დავინახე რა პატარა იყო შენი კათხა და გადავწყვიტე ფულის დაგროვებაში დაგხმარებოდი”.
რაბი ბარუხ შალომ ჰალევი აშლაგი