“ყოველ დილით თქვენ გაქვთ ორი არჩევანი:
1. განაგრძოთ ძილი ოცნებებით.
2. გაიღვიძოთ და იმუშაოთ თქვენი ოცნებების ახდენისთვის. არჩევანი თქვენზეა”.
“ბედნიერებაა, როდესაც დილით სამსახურში წასვლა გიხარია და საღამოს სიხარულით ბრუნდები სახლში”-ჩესტერფილდი
“დილით რომ ადგები, იფიქრე იმაზე, თუ რამდენად ძვირფასი პრივილეგია გერგო, რომ ხარ ცოცხალი, სუნთქავ, ფიქრობ და გიყვარს.” – მარკუს აურელიუსი
„თუ ყოველ დილით იმაზე ფიქრით გაიღვიძებთ, რომ დღეს აუცილებლად მოხდება რაღაც კარგი, ეს ასეც იქნება“ – ნინა დობრევი.
„ყოველი დილა ცხოვრების თავიდან დაწყების დროა“ – პაულო კოელიო.
„სარკეში საკუთარ თავს გაუღიმეთ. ასე გააკეთეთ ყოველ დილით და ნახავთ რაოდენ დიდი ცვლილებები მოხდება თქვენს ცხოვრებაში“ – იოკო ონო.
„არ არსებობს ისეთი ღამე და პრობლემა, რომელსაც ვერ დაამარცხებს მზის ამოსვლა და იმედი“ – ბერნარდ უილიამსი.
„დილა საღამოზე ბრძენია. სულელურად და ბანალურად ჟღერს, მაგრამ ასეა“ – ერიხ მარია რემარკი
„ყოველ დილით ხელახლა ვიბადები…“ – ფრედერიკ ბეგბედერი.