ცხოვრება იმდენად ლამაზია უნდა შეძლო მხოლოდ პოზიტიური ისტორიები დააგროვო მოგონებებად, დანარჩენი გადაყარო…
ცხოვრება იმდენად ლამაზია უნდა შეძლო მხოლოდ ის ადამიანები იყვნენ შენს ირგვლივ, ვისი დანახვაც უბრალოდ გიხარია…
ცხოვრება იმდენად ლამაზია უნდა შეძლო მხოლოდ საკუთარი სურვილების, მიზნების და ოცნებების შესაბამისად დაგეგმო სადღესასწაულო თარიღები და სამზარეულოში დაღლილი მაჯებით არ შეხვდე ახალ წლებს…
ცხოვრება იმდენად ლამაზია უნდა შეძლო კარი გაიჯახუნო და თავაწეული გახვიდე იქედან, სადაც ცილი დაგწამეს…
ცხოვრება იმდენად ლამაზია უნდა შეძლო მხოლოდ ღიმილით, დილის ლოცვით და საყვარელი ადამიანების შუბლზე კოცნით დაიწყო დღე…
ცხოვრება იმდენად ლამაზია უნდა შეძლო რაღაც წვრილმანებზე არ მოიშალო ნერვები და დადგე წვრილმანებზე მაღლა (ზოგჯერ ზოგიერთი ადამიანიც წვრილმანია)…
დიკა სალაყაია