ბედნიერებაა, როცა დილას სუფთა სინდისით, გულწრფელი ღიმილით და ფინჯანი ყავით იწყებ.
როცა ფიქრობ, რომ ყველაფერი რაც ხდება, უფლის ნებაა და წამითაც არ გეფიქრება ცუდზე, რადგან უფალი შენთანაა!
ბედნიერებაა, როცა წყენის დავიწყება შეგიძლია. როცა გულში ადგილი არ გრჩება ნეგატივისთვის.
როცა მადლიერი ხარ ყველაფრით. უფრო მეტი შესაძლებლობა მოგეცემა მეტი სიხარულის მისაღებად.
ნუ უყურებ ნურავის ღვარძლს, ბრაზს, გესლს. ყველას თავისი გზა აქვს.
იმაზე იფიქრე რამდენი ადამიანის გახარება და გამზევება შეგიძლია შენი სიკეთით და სწორედ, ამ სიკეთეზე ორიენტირდი!..
ისეთ ადამიანებს ემეგობრე, დადებით ენერგეტიკას რომ ატარებენ, სითბოს და სინათლეს რომ ასხივებენ, სიკეთისფერ ადამიანებს რომ ვეძახით ჩვენ და შენც ასეთი გახდი!..
ჩაისუნთქე ბევრი ბედნიერება და გარშემო ისეთი აურა შეიქმნება, რომ გარშემომყოფებიც ბედნიერად იგრძნობენ თავს…
ნუ დაიძაბები…
ნუ დაიბოღმები, რაც არ უნდა მოხდეს…გაივლის!..
ნუ ეძებ ბედნიერებას სხვაში, შენი გულიდან დაიწყე და აუცილებლად იპოვნი!..
……………………………………………………………………………………
არ დატოვო არცერთი მიზეზი, რომელსაც შეუძლია თავი უბედურად გაგრძნობინოს!…
რა დროს წუწუნი და დარდია, ახალი დილა გათენდა, კიდევ ერთი დღე ბედნიერების მოსაპოვებლად!!!
ია ნანეიშვილი

1 კომენტარი
მადლობაა ეს კარგია