fbpx

“წარმატება ყოველთვის ბევრ მტერს ბადებს, თუ წარმატება გინდა, ომისთვისაც მზად უნდა იყო!”

ავტორი ნინო გონგაძე
6839 ნახვა
0 კომენტარი
11

“წარმატება ყოველთვის ბევრ მტერს ბადებს, ასე რომ, თუ წარმატება გინდა, ომისთვისაც მზად უნდა იყო!”

“წარმატების პირველი წესი – არასდროს დანებდე! მეორე წესი – არასდროს დაივიწყო პირველი წესი!”

“არ ღირს არავისთვის არაფრის ახსნა, რადგან ყველა ისე გაიგებს, როგორც თვითონ სჭირდება.”

“თქვენ არასდროს იქნებით მარტო, თუ ბევრი წიგნი გაქვთ.”

“ადვილია თვალის მოტყუება, მაგრამ გულს ვერასდროს მოატყუებ!”

” საყვარელი ადამიანის სიტყვა უფრო კარგი მკურნალია, ვიდრე ნებისმიერი წამალი, თუმცა მოკვლაც ყველა ჯალათზე უკეთ გამოსდის.”

“თუ შენი არსებობა არაფერს ცვლის ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ არც არარსებობა იქნება შესამჩნევი.”

“ნურასდროს დაკარგავ დროს იმ ადამიანების სიძულვილზე, ვისაც სძულხარ, დაიხარჯე იმ ადამიანების სიყვარულზე, ვისაც ძალიან უყვარხარ.”

“როცა ერთი ადამიანი გაქცევს ზურგს, ხუთი სხვა იხედება შენს მხარეს, მერე კი, ის ერთიც ინტერესდება, რა დაინახა იმ ხუთმა შენში ახალი და უკან ბრუნდება.”

“ყოველთვის მაქვს საკუთარი აზრი, რომელზეც არასდროს ვამბობ უარს, მაქვს პრინციპები, რომელთაც არასდროს ვღალატობ. არ მესმის, რატომ უნდა გავუღიმო მას, ვინც არ მომწონს და ვიმეგობრო მასთან, ვინც არ მაინტერესებს.”

“ბევრმა ვერ გაიგო, რატომ შევწყვიტე მათთან ურთიერთობა, მე კი, ვერ ვხვდები საერთოდ რატომ ვურთიერთობდი მათთან.”

“ნურც შეურაცხყოფას მიიღებ სერიოზულად, ნურც შექებას, რადგან შეურაცხყოფის მიყენება შურითაც შეიძლება, შექება კი – სიბრალულით.”

“თუ ადამიანის გვერდით მაშინ არ ხარ როცა ცუდადაა, ნურც მაშინ გამოჩნდები, როცა კარგად იქნება.”

“გახსოვდეს, მზიან ამინდში ყველას ეყვარები, მთავარია ვინ დაგიდგება გვერდით, როცა ქარი ამოვარდება.”

“ორიგინალად თუ დაიბადე, ნუ დაამთავრებ ცხოვრებას ვიღაცის უხარისხო ასლად.”

“შენ წარსულში დაიწყებენ ხელების ფათურს, როდესაც შეშურდებათ შენი მომავლის.”

“ცხოვრებაში არასოდეს იჩქარო სამაგიეროს გადახდა. გაოცდები. ისე ლამაზად და სუფთად გააკეთებს ცხოვრება ამას!”

ალ პაჩინო

0 კომენტარი
11

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი