fbpx

“მარცხი კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ ისევ თავიდან დაიწყო, ოღონდ ამჯერად უფრო ჭკვიანურად”

ავტორი ნინო გონგაძე
2440 ნახვა
0 კომენტარი
1

“რაც უფრო მეტად გინდა სიმდიდრის მოპოვება, მით უფრო ნაკლებად გაქვს ღირსეული ჰონორარის მიღების შანსი.”

“წარმატებული ადამიანები ყოველთვის იმ დროით სარგებლობენ, რომლებსაც სხვები ფუჭად კარგავენ.”

“ფულის დაგროვება ხშირად აბსურდამდე მიდის. უმჯობესია ისწავლო სწორად ხარჯვა და არა დაზოგვა. ახალგაზრდებმა საკუთარ თავში უნდა დააბანდონ ფული, რათა თვითშეფასება აიმაღლონ და სარგებელი მოუტანონ დამქირავებელს.”

“ყველა ფულის შოვნას ცდილობს და ყველას ავიწყდება, რომ ქონების დაგროვების უმოკლესი გზა დაუღალავ შრომაზე გადის.”

“მარცხი კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ ისევ თავიდან დაიწყო, ოღონდ ამჯერად უფრო ჭკვიანურად.”

“ერთადერთი ნამდვილი შეცდომა ისაა, რომლისგანაც არაფერს ვსწავლობთ.”

“აზროვნება ამქვეყნად ყველაზე რთული საქმეა, შეიძლება ამიტომაც არის ასე ცოტა ამ საქმით დაკავებული.”

“არ არსებობს დიდი პრობლემები, არსებობს ბევრი პატარა პრობლემა.”

“რეპუტაციას ვერ შეიქმნი იმ საქმეებით, რომელთა გაკეთებასაც მომავალში გეგმავ.”

“ხარისხი ნიშნავს რაიმეს სწორად კეთებას მაშინაც კი, როცა არავინ გიყურებს.”

“ბრძენს ყოველთვის ჰყოფნის ჭკუა და პრაქტიკულობა, რათა ზუსტად განსაზღვროს რა რეალურია, რა არარეალური, სად შეძლებს წარმატების მიღწევას და სად დამარცხდება.”

“მომავალზე ფიქრი, მუდმივად მეტის გაკეთების სურვილი, გონებას არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია.”

ჰენრი ფორდი

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი